საქართველოს უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის სამეცნიერო თემატიკა სკოლების მიხედვით
საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და სამეცნიერო შრომები
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი
2010-2011 წლის სამეცნიერო თემატიკა:
ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა
გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის ფინანსური მდგრადობის პრობლემები;
ეკონომიკური კრიზისები და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები;
ეკონომიკური დისციპლინების სწავლების პრობლემა უმაღლეს სასწავლებლებში;
მცირე ბიზნესის მენეჯმენტის ეფექტიანობის ფაქტორები;
ბიზნესის განვითარების სტრატეგიების სემუშავება და მართვა;
ორგანიზაციული ცვლილებები და ორგანიზაციული ქცევა ქართულ რეალობაში;
ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემური მოდელების იმპლემენტაციის საკითხები;
რისკების მართვის მეთოდოლოგიური საკითხები;
საზოგადოებრივი ადმინისტრირების თანამედროვე პარადოგმები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა პროფესიონალური კომპეტენციების კვლევა_ტესტირება;
ჯანმრთელობის დაცვის განათლების პროდუქტების მოთხოვნის შესწავლა საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე; დაზღვევის სეგმენტი 2009 წელს.
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
“ახალი მედიის” სოციალური ქსელის, როგორც მეცნიერების განვითარება საქართველოში.
საქართველოსათვის აქტუალური ეთნო-პოლიტიკური საკითხები;
საქართველოში პოლიტიკური მონაწილეობის სფერო;
საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა პროგრამების და დებულებების კვლევა;
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესწავლა;
საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
სამართლის სკოლა
საქართველოს, ევროპის და საერთაშორისო სამართლის განვითარების თანამედროვე პრობლემები.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სკოლა
დრეკადი და თხევადი ნაწილებისაგან შემდგარი გარემოს წრფივი იერარქიული მოდელები.
გლობალური და ლოკალური კომპიუტერული ქსელების რისკისა და უსაფრთხოების შეფასება, ანალიზი და ოპტიმიზაცია რისკ-ფაქტორების მიხედვით აგებული სიტუაციური სცენარის ლოგიკურ-ალბათური მოდელირების საშუალებით.
ჰუმანიტარული სკოლა
ურბანული და სოციოკულტურული კვლევები;
აფხაზეთის და საქართველოს სხვა მხარეების ისტორიული ატლასების გამოსაცემად მომზადება;
საისტორიო დისციპლინებში სახელმძღვანელოების შექმნა და გამოსაცემად მომზადება;
“ქართლის ცხოვრების” აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 15 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით 2010 წელს მომზადდება, სამეცნიერო რედაქციას გაივლის და გამოიცემა შემდეგი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და სამეცნიერო შრომები:
- პოლიტიკის შესავალი I კურსელთათვის (რედ.კოლეგია გ. სორდია, კ. კაკაჩია)- სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
- ეკონომიკისა და ბიზნესის შესავალი (თ. ხომერიკი, კ.აბულაძე, კ. თოფურია ლექციების კურსი.) - ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა;
- სახელმწიფო პასუხისმგებლობის ჯანდაცვის სისტემები (რ. ურუშაძე) - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა;
- ქართლის ცხოვრების ენციკლოპედიური გამოცემა (მ. სანაძე, გ. არახამია, თ.ბერაძე) - ჰუმანიტარული სკოლა;
ასევე, 2010 წელს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადდება და გამოიცემა:
-
აფხაზეთის ისტორიული ატლასი (თ.ბერაძე, კ.თოფურია, ბ.ხორავა. 50 რუკით და 60 გვერდიანი აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვით).
-
შესავალი მსოფლიოს ისტორიაში
-
შესავალი საქართველოს ისტორიაში
-
საქართველოს ისტორიის ქრესტომათია
-
შესავალი არქეოლოგიაში
-
მათემატიკა ეკონომისტებისათვის III
გაგრძელდება მუშაობა და გამოიცემა საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის 2010 წლის ნომერი

