მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
გამოცემის წესები
 
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ არჩეული წერის სტილს წარმოადგენს „ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის“ სტილი – აფა სტილი (American Psychological Association Style). აღნიშნული სტილის სტანდარტები შენარჩუნებულია სრულყოფილად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსხვავება ენებს  შორის არსებულ  მახასიათებლებშია. ამ მიზეზის გამო, აფა სტილის სტანდარტებიდან ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც თანხვედრაში არ მოდის ქართულ ენასთან.
 

ზოგადი სტანდარტები:
    1. წარმოადგინეთ გამოსაქვეყნებელი მასალის ელექტრონული ვერსია.
    2. გამოიყენეთ 1 ინჩის ზომის დაშორება გვერდის ოთხივე მხარეს.
    3. გამოიყენეთ აბზაცის  სტანდარტული  ზომა, რომელიც წარმოადგენს ხუთ სივრცულ დაშორებას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვწერთ რეზიუმეს, გამოყოფილ ციტირებებს, სათაურებს, შენიშვნებს, გამოსახულებებს.
    4. გამოიყენეთ ფონტის   11 ზომა.
    5. დარწმუნდით, რომ ტექსტის მარჯვენა მხარეა გასწორებული სწორხაზოვნად.  
    6. პარაგრაფის პირველი წინადადება უნდა იყოს შეწეული ხუთი სივრცული ერთეულით.  
    7. შეეცადეთ არ გამოიყენოთ სლენგური გამოთქმები.
    8. საზომი ერთეულების მითითების შემთხვევაში გამოიყენეთ მეტრი (მ) სანტიმეტრი (სმ).
    9. 10- მდე რიცხვები წარმოადგინეთ სიტყვიერად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უთითებთ გამოსახულების ნომერს ან რიცხვს საზომი ერთეულის მითითებით), ხოლო 10–დან ზევით წარმოადგინეთ ნომერაციის სახით.  
    10. პირველად ხსენების დროს სიტყვიერად დაწერეთ რიცხვები. 
    11. თუ იყენებთ სხვის სიტყვებს ან მოსაზრებას, უნდა მიმართოთ ციტირებას, პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით.
    12. არსებობს შიდა ტექსტური ციტირების გაკეთების რამდენიმე გზა. მოსაზრება (გვარი, წელი)., გვარი (წელი) აღნიშნავს, რომ..., ან მაგალითად <2002 წელს> <გვარი> აცხადებს, რომ ...
    13. როდესაც წყაროს პირველად უთითებთ ტექსტში, ჩამოთვალეთ ყველა შესაძლო ავტორი. მაგალითად, მილერი, როსელინი და სეგმანი (წელი) გვთავაზობენ...  სტატიებს, რომელთაც ჰყავთ სამი ან რამდენიმე ავტორი  გამოიყენეთ გამოთქმა „და სხვა“, მეორედ ან მესამედ მითითების დროს გაიმეორეთ პირველი ავტორის გვარი და დაურთეთ „და სხვა“, მაგალითად, მილერი და სხვა. (1975) გვთავაზობს ...  ან ციტირება (მილერი და სხვა., 1975).
    14. რამდენიმე  ჩართული ციტირების დროს ავტორები მიეთითება ანბანური მიმდევრობით და ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილ–მძიმით და მათ შორის ერთი სივრცული დაშორებით. მაგალითად, ციტირება... (კარლსონი, 1972; მუნი, 1968; პარტინი, 1980).
    15. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ მეორად წყაროს, უნდა აღნიშნოთ, მაგალითად, ციტირება (სმიტი, როგორც ამას აღნიშნავს ჯონსი, წელი).
    16. პირდაპირი ციტირების დროს აუცილებელია გვერდების მითითება. მაგალითად, სმიტმა (1978) აღნიშნა, რომ „დედამიწა ...“ (გვ.1).
    17. სამი ან ოთხი ციტირება 10 გვერდის განმავლობაში არის უმაღლესი ლიმიტი.
    18. ციტირება, რომელიც შედგება 40–ზე მეტი სიტყვისაგან, გამოიყოფა ცალკე მდგომ აბზაცად. ამ შემთხვევაში ბრჭყალების მითითება არ არის საჭირო. მიუთითეთ გვერდი ფრჩხილებში, წერტილამდე. როდესაც ციტირება ერთზე მეტი აბზაცისაგან შედგება, შეწიეთ აბზაცი ხუთი სივრცული ერთეულით.
რეზიუმე
    1. სიტყვა „რეზიუმე“ მოაქციეთ ცენტრში, შემდეგ დაიწყეთ ტექსტი ორმაგი სივრცული ერთეულის დაშორებით.
    2. ეს ნაწილი დაწერეთ ერთ სრულ აბზაცად, აბზაცის ნიშნის გარეშე.
    3. ამ სექციის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია ნამუშევრის შესახებ. იგი უნდა წარმოადგენდეს პრობლემის, მეთოდების, შედეგებისა და მისი ქვეტექსტის დახასიათებას.
    4. რეზიუმე უნდა იყოს ზუსტი  (არ ჩართოთ რეზიუმეში ის ინფორმაცია, რომელიც არ აღინიშნება ნამუშევარში), მოკლე (მაქსიმუმ 120 სიტყვა) და კონკრეტული (დაიწყეთ ეს სექცია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით, შეეცადეთ გამოყოთ ოთხი ან ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ კვლევის  შედეგი).
    5. თავი აარიდეთ წყაროების მითითებას რეზიუმეში.
    6. უმჯობესია, პერიფრაზირება მოახდინოთ.
    7. გამოიყენეთ მოქმედებითი გვარი (მოერიდეთ პირის ნაცვალსახელების გამოყენებას).
    8. პროცედურების შესახებ ისაუბრეთ წარსულ დროში, ხოლო შედეგების შესახებ აწმყო დროში.
გამოყენებული ლიტერატურა
    1. დაიწყეთ გამოყენებული ლიტერატურის მითითება ახალ გვერდზე.  
    2. ნებისმიერი ციტირება უნდა იყოს წარმოდგენილი ამ სექციაში.
    3. წყაროების ჩამონათვალი განლაგდება ანბანური პრინციპით.  
    4. წყაროს პირველი  სტრიქონი არ არის წარმოდგენილი აბზაცით. მხოლოდ მომდევნო სტრიქონებია დაშორებული ხუთი სივრცული ერთეულით.  
    5. თითოეული ავტორის გვარის შემდეგ დასვით მძიმე, ხოლო ინიციალების შემდეგ დასვით  წერტილი.
    6. მრავალავტორიანი წყაროს შემთხვევაში, განაცალკევეთ ავტორები ერთმანეთისაგან მძიმით.
    7. ავტორის შემდეგ მიუთითეთ  წელი(წლები) ფრჩხილებში., რომელსაც დაუსვამთ გარე წერტილს.
    8. ჟურნალის წყაროდ მითითების შემთხვევაში, დახარეთ ჟურნალის დასახელება და გამოცემის ნომერი.
    9. წიგნის წყაროდ მითითების დროს, დახარეთ წიგნის დასახელება. მიუთითეთ გამოცემის ადგილი და გამომცემლობა. 
ცხრილები
    1. დაწერეთ ცხრილის ნომერი,  ამის შემდეგ ცხრილის სახელი წარმოადგინეთ დახრილად.
ნახატები
    • ნახატში ითვლება გრაფიკები, ცხრილები, ნახატები და სურათები.
    • ყველა გამოსახულება ცენტრში მოათავსეთ.  
    • თუ გამოსახულება წარმოადგენს გრაფიკს, ღერძებს, ვერბალურად აღნიშნეთ ისინი და არა სიმბოლოებით   X  და Y.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker