მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 
  რექტორისგან      
   
წარმატებული კარიერა, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, მხოლოდ მრავალმხრივი ცოდნითა და მაღალპროფესიული უნარ-ჩვევებით მიიღწევა, რასაც ცოდნის შეძენის სურვილი და მეცნიერების არჩეული დარგისადმი დიდი ინტერესი აქცევს რეალობად.  შესაფერისი ცოდნის შეძენა და კვლევითი, ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება ბევრ კითხვას, ფიქრს, რუდუნებასა და ხშირად უძილო ღამეებს მოითხოვს.
ქართველი ახალგაზრდისათვის    XX-XXI   საუკუნეების მიჯნა ძირეული ცვლილებებით აღინიშნა: თუ მანამდე მას მხოლოდ საბჭოთა იმპერიის საზღვრებში მცხოვრები ახალგაზრდები უწევდნენ კონკურენციას,დღეს ის უკვე მსოფლიო მასშტაბებს მოიცავს. ეს ძალზე სერიოზული და საპასუხისმგებლო გამოწვევაა! საუბარი ხომ თითოეული თქვენგანის კარიერასა და მომავალს ეხება!ზოგადად კი, განათლების თანამედროვე ,მაღალი დონე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში,ქვეყნის უსაფრთხოებისა და წარმატებული მომავლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.     
ქართველი მშობლისაგან ხშირად გაიგონებთ - თუ ახალგაზრდა მონდომებულია, ის ყველგან ისწავლის! ეს გამოთქმა შედარებით ზუსტი იყო სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ, მათი სტუდენტობის ხანაში, მაგრამ სრულიად არ მიესადაგება დღევანდელობას.
დღეს მარტო ახალგაზრდის მონდომება,ცოდნის შეძენის მტკიცე სურვილი და თავდაუზოგავი შრომა როდი კმარა.იმ ტიპის ცოდნის დაუფლებას ,რომელიც კარებს გაგიხსნით წარმატებული კარიერისაკენ და ძვირად ღირებულ,სასურველ სპეციალისტად ჩამოგაყალიბებთ,აუცილებელია: სწავლების ორგანიზების მაღალი სტანდარტები, სწავლების უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები, დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად განახლებულ-გათანამედროვებული პროგრამები, უახლესი სახელმძღვანელოები, თუ სხვა სახის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა და, რაც მთავარია, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესორ– მასწავლებლები.
ყოველივე ამის მიღწევა, თუნდაც ფრიად მონდომებული ახალგაზრდისათვის, ჩვენი უნივერსიტეტის მსგავს, თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში სწავლის გარეშე, განუხორციელებელ ოცნებად დარჩება.
თუ გსურთ, ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით  თუ მის გარეთ – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!                                                     
თუ გსურთ, რომ სტუდენტური წლები გაატაროთ კომფორტულ და სუფთა გარემოში,     ისარგებლოთ ყველა საჭირო წიგნითა და პერიოდული გამოცემით,  კომპიუტერიზებული  ბიბლიოთეკით,  ელექტრონული ფონდებითა  და შეუზღუდავი საინტერნეტო  მომსახურებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, ჩაერთოთ აქტიურად სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებში და განივითაროთ ლიდერის უნარ-ჩვევები -  აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
 
თუ გსურთ, რომ ისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, მოისმინოთ ლექციები, რომლებსაც წაგიკითხავენ საუკეთესო  ქართველი და უცხოელი სპეციალისტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
 
თუ გსურთ, საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში შეხვდეთ, გაეცნოთ, მოუსმინოთ და ესაუბროთ მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კინო თუ ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეებს – აირჩიეთ სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტი!
 
თუ გსურთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში, როდესაც თქვენი მასპინძლები იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
 
თუ გსურთ, ცოდნის შეძენის რთული პროცესი დაცულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატაროთ, სადაც მთელი სტუდენტური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საუკეთესო სამედიცინო დაზღვევით - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!
 
საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოს უნივერსიტეტებს შორის!
გმადლობთ, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი!
 
მანანა სანაძე
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker