კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესწავლის ცენტრი
მოგესალმებით საქათველოს უნივერსიტეტის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის კვლევებს და ვქმნით რეგიონის სოციალური და კულტურული კვლევით დაინტერესებულ მეცნიერთა მჭიდრო ქსელს. ცენტრი ცდილობს, თავი მოუყაროს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს და აწარმოოს რეგიონის წარმატებული მეცნიერული კვლევა. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამშრომლობა და დიალოგი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რათა ნაყოფიერი ნიადაგი მოვუმზადოთ ჩვენი ქვეყნების შესახებ, სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ კონტექსტში, ახალი ცოდნისა და თანამედროვე აღქმის ჩამოყალიბებას.
- ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება;
- საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა;
- ხელმისაწვდომი ინტერნეტრესურსები;
- კვლევითი პროექტების ხელშეწყობა;
- კონფერენციების, სიმპოზიუმების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

