|
საბა გვეტაძე
|
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი; საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებული სწავლისათვის იღებს სტიპენდიას. ამჟამად აშშ-ს განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს გაცვლითი პროგრამით, Global UGRAD 2009-2010 სასწავლო წელს გადის ჩრდილოეთ დაკოტას შტატის Dickinson State University-ში.
|
|
ნიკა ჯანგავაძე
|
ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტი საქართველოს ორგზის ჩემპიონია წყალბურთში და საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრია.
ნიკას თქმით - „საქართველოს უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას.“ |
|
ნუკი ყარალაშვილი
|
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტია. ნუკიმ კონკურსზე „მის საქართველო 2009“ მოიპოვა II ვიცე მისის ადგილი.
„მე მიყვარს საქართველოს უნივერსიტეტი, აქაური სტუდენტები და თანამშრომლები“ - გვითხრა ნუკიმ. |
|
ლუკა ჭოხონელიძე
|
ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ლუკა იყო კადეტთა ნაკრების წევრი და ამჟამად არის 20 წლამდელთა კალათბურთის გუნდ “ნიკე”-ს წევრი.
საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით ლუკამ გვითხრა - „იმის და მიუხედავად, რომ საქართველოს უნივერსიტეტში გაძლიერებული სწავლაა, უნივერსიტეტი ყველანაირად ხელს მიწყობს აქტიურად ვიყო დაკავებული სპორტითაც.“ |
|
თამარ ტაბატაძე
|
თამარი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ინგლისური ენის ფილოლოგიის სტუდენტია. იგი წარმატებული სწავლისთვის იღებს სტიპენდიას. ამავდროულად, საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამის ფარგლებში ის ასწავლის ინგლისურ ენას საშუალო სკოლის მოსწავლეებს.
თამარის თქმით: „არასოდეს ვყოფილვარ ისეთი მოწადინებული სწავლის მხრივ, როგორც ამჟამად ვარ და ეს საქართველოს უნივერსიტეტის დამსახურებაა; სტუდენტებისთვის წამახალისებელი პროგრამების წყალობით, ჩემთვის ამ უნივერსიტეტში სწავლა სასიამოვნო და საამაყოა.“ |
|
არჩილ დალაქიშვილი
|
არჩილი ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტია. ის იყო საქართველოს რაგბის 17 და 18 წლამდე რაგბის ნაკრებების წევრი, ამჟამად არის გუნდ „Wissol-ყოჩების“ წევრი.
|
|
ანა ხუციშვილი
|
სამართლის სკოლის სტუდენტი, რომელმაც კონკურსზე „მის საქართველო 2007“ მოიპოვა „მის ელეგანტურობის“ ტიტული, ხოლო კონკურსზე „Miss Tourism Queens International 2008”-ზე ანა გახდა “Miss Tourism Asia.”
|
|
ნათია ბანძელაძე
|
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. პარალელურად ნათია თბილისის და საქართველოს ეროვნული ფრენბურთის ნაკრებების წევრია.
|
|
ნათია გოლიაძე
|
ნათია ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტია, რომელიც წარმატებული სწავლისათვის უნივერსიტეტისგან იღებს სტიპედნიას.
|
|
მანანა წერეთელი
|
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი, რომელიც საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრია. მანანა არის სამი გზის აბსოლუტური საქართველოს ჩემპიონი, 7 გზის საქართველოს ჩემპიონი გიგანტურ–სლალომში და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული და პრიზიორი. მან საქართველოს 2008 წლის უნივერსიადაზე დაიკავა I ადგილი, ხოლო 2009 წ–ის უნივერსიადაზე - II ადგილი.
მანანას მიაჩნია - „ვთვლი, რომ, თუ სტუდენტი მოინდომებს, საქართველოს უნივერსიტეტში ნამდვილად მიიღებს კარგ განათლებას. ასე რომ არ იყოს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას აქ აღარ გადავწყვეტდი. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ხელს მიწყობდა იმაში, რომ არ მოვწყვეტოდი სპორტულ საქმიანობას და გარკვეული წარმატების შემდეგ, სწავლის საფასურსაც მიუქმებდა. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემიც იყო.“ |
|
თამარ ბიწაძე
![]() |
სამართლის სკოლის სტუდენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით და ამავდროულად არის საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო სწავლების მენეჯერი.
თამარის აზრით, საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით - „დღევანდელი გადასახედიდან უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში სწორედ ის იყო, როდესაც ჩემი მომავალი საქართველოს უნივერსიტეტს დავუკავშირე. არც შევმცდარვარ, ვინაიდან ჩვენთან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაძლევენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მეცნიერების ამა თუ იმ დარგის შესახებ, არამედ გასწავლიან თუ როგორ უნდა მოახდინო მიღებული ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში. ჩვენთან, ყოველთვის ღიმილით გხვდებით და ყოველთვის მზად ვართ გავხდეთ თქვენი გზამკვლევი თქვენს მომავალ ცხოვრებაში.“ |











