საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე საკრედიტო სისტემა, რომელიც ეფუძნება ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას. კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS): 1 კრედიტი = 25 სთ. აქედან:
- 5 სთ - საკონტაქტო სალექციო - სასემინარო;
- 13 სთ - სტუდენტის ინდივიდუალური და პრაქტიკული მუშაობა, პრეზენტაციების, რეფერატების მომზადება;
- 7 სთ. – საგამოცდო: ორი შუალედური გამოცდა და ფინალური გამოცდა.
საბაკალავრო კურსი შედგება 240 კრედიტისგან, აქედან ზოგადი კურსები: 120 კრედიტი; ძირითადად – I-IV სემესტრები; სპეციალური კურსები: 102, 108 ან 114 კრედიტი (იმისდა მიხედვით პროგრამა ითვალისწინებს დასრულებას საგანებით, საბაკალავრო ნაშრომით თუ პრეზენტაციით). ძირითადად - V-VIII სემესტრები, სტაჟირება-პრაქტიკა: 6 კრედიტი, საბაკალავრო ნაშრომი-12 კრედიტი, პროექტის პრეზენტაცია - 6 კრედიტი.

