მოსწავლეთა სკოლაში მიღება
სკოლაში მიღება ხდება ყოველი სემესტრის დაწყების წინ. მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს:
- საბუთების შემოტანა;
- ტესტირება (11-12 კლასი);
- სკოლასთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება;
- განაცხადის შევსება;
საბუთების შემოტანა
სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ორი ფოტოსურათი 3X4; (დისკზე ჩაწერილიც);
- შეავსონ სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია;
- დაბადების მოწმობის დედანი;
- პირადი საქმე (ნიშნების ფურცელი და ცნობა სკოლიდან);
- სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ტესტირება
მე- 12 კლასში სწავლის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ სპეციალური სასკოლო ტესტური გამოცდა. ტესტური გამოცდა ჩატარდება შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ინგლისურ ენა;
- მათემატიკა;
