მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

ინსტიტუტის შესახებ

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. იგი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მისი დებულებით, უნივერსიტეტის წესდებით და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის ადმინისტრაციული აქტებით.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დანიშნულებაა კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს საქართველოს უნივერსიტეტის ჩართულობის ზრდას სამეცნიერო-კვლევით სფეროში, ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებში და სამეცნიერო ცენტრებში ცნობადობის ამაღლებას, მათთან არსებული კავშირების გამყარებას და ახალი კონტაქტების ჩამოყალიბებას.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და განხორციელება მიმდინარეობს როგორც ჰუმანიტარულ და სოციალური მიმართულებით, ასევე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო განხრით. ინსტიტუტში ასევე ფუნქციონირებს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო განვითარებისა და პროექტების მართვის განყოფილება, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კომისია, თარჯიმანთა კოლეგია და სამეცნიერო ჟურნალის რედაქცია.

სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დებულება

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურა

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker