კაფე "ხადილი"
საქართველოს უნივერსიტეტის კაფე სასწავლებლის დაარსების დღიდან არსებობს, თუმცა დასაწყისისათვის იგი დღევანდელი I კორპუსის ფოიეს პატარა ნაწილს მოიცავდა.
უნივერსიტეტის გაფართოებასთან ერთად, ისიც გაფართოვდა და კეთილმოწყობილი გახდა. 2008 წლის 17 ნოემბერს მის ბაზაზე დაარსდა კაფე ”ხადილი”, რომელსაც III კორპუსის II სართულის დიდი ნაწილი უკავია. იგი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აქვს საკუთარი სამზარეულო და საცხობი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს, თანამშრომლებსა და სტუმრებს უმასპინძლდება გემრიელი, ქართული, ტრადიციული და არატრადიციული კერძებით.
კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრეინინგების და პრეზენტაციების მონაწილეებს.
კაფეს ტრადიციად აქვს უნივერსიტეტის თანამშრომლების დაბადების დღეების ორიგინალურად აღნიშვნა.

