მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახური 

მოგესალმებით!
 
საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტს ეძლევა საშუალება, მიიღოს სრულყოფილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია. ამ პროცესის ტექნიკურად გამართვას ემსახურება უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის ოფისი.
 
სასწავლო ნაწილის ოფისში შეგიძლიათ შეიტყოთ ინფორმაცია:
 
  • უნივერსიტეტში მიღება–რეგისტრაციის,
  • სწავლის აღდგენა–განახლების,
  • აკადემიური შვებულების აღების,
  • სხვა უნივერსიტეტიდან გადმოსვლის,
  • ან სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შესახებ.
აქვე მიიღებთ სხვადასხვა სახის ცნობას, სასწავლო ბარათს, უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელ მოწმობას, გააფორმებთ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება–კონტრაქტს და  სხვა.
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა სწავლებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროებში. მზად ვართ, უზრუნველვყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტში დამკვიდრებული ქცევის წესების შესაბამისად.
 
აქტიურ და ნაყოფიერ სწავლას გისურვებთ!
 
სასწავლო ნაწილის უფროსი
თინათინ ჩიტორელიძე
ტელ.: 24 11 44 (142) 
ელ.ფოსტა: t.chitorelidze@ug.edu.ge 
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 19:00
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker