საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების წარმოება;
- საქართველოს აკრედიტებულ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვების, მობილობის, ამორიცხვების, მოუსწრებლობის, დასაქმების და ა.შ. სტატისტიკური ანალიზის გაკეთება;
- უნივერსიტეტის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
- ხელი შეუწყოს სუ–ს სტუდენტების აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და მის წარმართვას მათი სურვილების შესაბამისად.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
- სტრატეგიული განვითარების განყოფილება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
- სტუდენტურ საქმეთა ცენტრი;
- საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახურს წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალ ერთ-ერთ განყოფილებასაც.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული განვითარების სამსახურს,ისევე როგორც მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, შეგიძლიათ მიმართოთ ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. სამსახურის თანამშრომლები ეცდებიან უმოკლეს ვადაში ამომწურავად უპასუხონ თქვენს კითხვებს.
საქართველოს უნივერსიტეტი
კოსტავას ქ. 77ა
I კორპუსი, ოთახი 304
ტელ.: 24 11 44 (165)
ელ-ფოსტა: n.glonti@ug.edu.ge;

