|
ჩვენ შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის დამფუძნებელია საქართველოს უნივერსიტეტი. სკოლა წარმოადგენს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დაფუძნებულ არასახელმწიფო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და შექმნილია განუსაზღვრელი ვადით;
„საქართველოს უნივერსიტეტის“ საშუალო სკოლა ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 11 მაისის #260 ბრძანებით, ლიცენზიის ნომერი 0931149.
სკოლა მდებარეობს თბილისში, მისამართზე: მ. კოსტავას ქ. #77, ტელ: 47 96 24; ის განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია.
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის მიზანია, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა. ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნით, მოსწავლეებს ექნებათ კულტურული ღირებულებების შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას და წარმოჩინებას პროფესიული მოღვაწეობის სფეროში. სწორი განათლებისა და პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ ქვეყნისა და უცხოეთის ნებისმიერ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.
დამფუძნებელთა საბჭო:
- მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - პროფესორი გიული ალასანია
- უნივერსიტეტის რექტორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - პროფესორი მანანა სანაძე
რატომ ჩვენთან?
- სწავლების ინოვაციური მეთოდები და ცოდნის მაღალი ხარისხი;
- ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით );
- სააბიტურიენტო პროგრამები ეროვნული გამოცდებისათვის;
- არჩევითი საგნები: (უცხო ენები, ეკონომიკა, ავტოკადი/ხაზვა და სხვა.);
- სპორტული წრეები: (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ევროპული ცეკვები);
- კეთილმოწყობილი თანამედროვე ბიბლიოთეკა;
- კომფორტული კაფე;
- ტრადიციულისა და ახლის ჰარმონიზაცია;
- მზარდი სასწავლო დაწესებულება საკმარისი და გარანტირებული დაფინანსებით;
- თანამშრომელთა და მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური დაცულობა;
- აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- სატელევიზიო სტუდია;
- უმალესი კვალიფიკაციის პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი, რომელთაგან 7 მეცნიერებათა დოქტორია, 4 -პედაგოგი , 2 -ინკლუზიური სწავლების დანერგვის ტრენერი;
- ელექტრონული ჟურნალი;
- ელექტრონული დღიური;
- მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების რეიტინგული სისტემა;
- ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგებაზე აგებული დისციპლინა;
- კონსტრუქციული და პროფესიონალური ხელმძღვანელობა;
- სწავლის საუკეთესო პირობები და ხალისიანი ატმოსფერო;
- მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები;
- აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა;
ისწავლება: ხატვა, ხელოვნების ისტორია, ფორტეპიანოზე დაკვრა. მუშაობს ქორეოგრაფიული, თეატრალური და სატელევიზიო სტუდია;
ისწავლება უცხო ენები: ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური. უცხოელი მასწავლებლები ჩართულნი არიან როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლუბურ მუშაობაში;
სკოლაში არის ერთი დახურული სპორტული დარბაზი, სადაც ტარდება სპორტული მეცადინეობები. (ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი) და სამი ღია მოედანი, მოსწავლეებს ემსახურება ფსიქოლოგი, პედიატრი;
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო სამსახურის განკარგულებაშია ასამდე კომპიუტერი. სპეციალურად შემუშავებულმა პროგრამამ სკოლას საშუალება მისცა,ფართოდ დანერგოს და საბავშვო ბაღის ასაკიდან დაიწყოს ბავშვების კომპიუტერული განათლება;
სასკოლო ვებ–გვერდის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს, მუდმივი კავშირი იქონიოს სკოლასთან; ელექტრონული დღიურის მეშვეობით მშობელს შეუძლია, ოპერატიულად მიიღოს სრული ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ;მოსწავლეებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები; კლასში მოსწავლეთა დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება 15- 20-მდე; იგეგმება სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 4-დან 6-წლამდე ბავშვებისათვის.
|