შეფასების სისტემა
საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 10 ქულას.
- საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია: 5.6 ქულა
- ფინალური წერა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით.
მოსწავლეს საგანი ჩავარდნილად ეთვლება და, შესაბამისად, საგანი უპირობოდ ხელახლა აქვს ასაღები, თუ საერთო შეფასების მიხედვით აღმოაჩნდა 5.6 ქულაზე დაბალი მაჩვენებლი. მოსწავლეს, რომელსაც საპატიო მიზეზთა გამო ჩაუვარდა ფინალური გამოცდა, ერთჯერადად ეძლევა ფინალურ გამოცდაზე გასვლის უფლება 1 კვირის ვადაში.
მოსწავლის შეფასებისათვის სკოლაში გამოიყენება ერთიანი სასკოლო მოდელი. კურსის შეფასების განსხვავებული მოდელის არსებობის შემთხვევაში, ის შეთანხმებული უნდა იყოს სკოლის დირექტორთან.
სკოლის შეფასების მოდელი მოსწავლეებისთვის:
- ქვიზები - 40%
- საშინაო დავალება - 20%
- ზეპირი - 30 %
- ტრიმესტრული ფინალური გამოცდა - 10 %
მოსწავლეს საგანში გამოცდები ჩაბარებულად ეთვლება, თუ მას არა აქვს მიღბული 5.6 ქულაზე ნაკლები, ანუ არადამაკმაყოფილებელი. ხოლო სასწავლო წელი დახურულად ეთვლება, თუ: არც ერთ საგანში არა აქვს მიღებული 5.6 ქულაზე ნაკლები - არადამაკმაყოფილებელი.
