![]() |
პრეზიდენტი - ხატია ქობალია საქართველოს უნივერსიტეტის თვიმმართველი კლუბების საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს აქტიური სტუდენტური ცხოვრება. ითანამშრომლოს უნივერსიტეტში არსებულ ყველა კლუბთან. დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი ინოვაციების განხორციელებაში. ასევე, ჩემი, როგორც თვითმმართველი საბჭოს პეზიდენტის მოვალეობაა კოორდინირება გავუწიო საბჭოს საქმიანობას, პასუხისმგებლობა ავიღო მის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე. დავიცვა სტუდენტების ინტერესბი და სრული ინფორმაცია მივაწოდო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე თვითმმართველი საბჭო თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და აქტიურად არის ჩართული ყველა ჟანსაღ ღონისძიებაში. ჩვენი მიზანია შევქმნათ ქმედითუნარიანი, აქტიური და სამართლიანი თვითმმართველობა, რომელიც დაიცავს სტუდენტების ინტერესბეს, ზომიერების ფარგლეში.
|
![]() |
ვიცე პრეზიდენტი - დემეტრე შანშიაშვილი ჩემი და ჩემი სამსახურების უმთავრესი მიზანია დავამყაროთ აქტიური კავშირი უნივერსიტეტის გარეთ არსებულ ორგანიზაციებთან, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებთან და სტუდენტებთან.
ჩვენი სურვილია, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები პირველები ეცნობოდნენ ყოველგვარ სიახლეს, მიეცეთ შანსი აიმაღლონ თავისი ცოდნა და გამოცდილება.
|
![]() |
პროექტებისა და ინიციატივების დეპარტამენტი - ხატია ძამანაშვილი დეპარტამენტის მიზანია ყველა სტუდენტურ ინიციატივას დაუჭიროს მხარი, მაქსიმალურად განახორციელოს ყველა პროექტი და ამით მოახდინოს სტუდენტთა სპეციალიზაცია პროექტების სამართავად. დეპარტამენტის მიზნების წარმატებით განსახორციელებლად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აქტივობა, მუდმივი კონტაქტი და ენერგიულობა.
|
![]() |
განათლების დეპარტამენტი - ნინო ბრეგაძე განათლების დეპარტამენტის მიზანია სასწავლო პროცესი გახადოს შემოქმედებითად აქტიური, საინტერესო; ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. დაეხმაროს სტუდენტებს იმ პროფესიული უნარების შეძენაში, რომლებიც აუცილებელია დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.
მიზნის მისაღწევად ჩვენი დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს, ტრენინგებს, კონფერენციებს, სემინარებსა და დისკუსიებს. სამეცნიერო შეხვედრებს წამყვან სპეციალისტებსა და პრაქტიკოსებთან. ასევე სხვა შემეცნებით, შემოქმედებით, ინტელექტუალურ ღონისძიებებს, ხელშ შეუწყობს საერთაშორისო კავშირების დამყარებას.
|
![]() |
ხელოვნების დეპარტამენტი - მარიამ ბააზოვი ხელოვნების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები მაქსიმალურად აზიაროს ხელოვნების თითოეულ დარგს და შეუქმნას მათ პირობები საკუთარი ნიჭსა და შესაძლებლობების გამოსავლენად.
დეპარტამენტი, თვითმმართველ სტუდენტურ კლუბებთან ერთად, ორგანიზებას გაუწევს კინოჩვენებებს, კონცერტებს, გამოფენებსა და სპექტაკლებს, როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს იდეებსა და წამოწყებებს.
|
![]() |
ტურიზმისა და ექსტრემალური სპორტის დეპარტამენტი - ბექა ქემერტელიძე საქართველოს უნივერსიტეტში არსებული ტურიზმისა და ექსტრემალური სპორტის დეპარტამენტი ხელს უწყობს სტუდენტთა აქტიურ დასვენებასა და მათ რეკრეაციას. ჩვენი მიზანია, სტუდენტური ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.
დეპარტამენტი თავის ქვეშ აერთიანებს რიცხვობრივად ყველაზე დიდ ორ - ტურიზმისა და X Sport კლუბებს, რომლებთან თანამშრომლობითაც, ჩვენ ყველანაირ პირობას ვუქმნით სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში მათთვის ხელსაყრელ დროსა და პირობებში.
ტურიზმისა და ექსტრემალური სპორტის დეპარტამენტი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს: ლაშქრობა-ექსკურსიებს, კლდეზე ცოცვას, Air Soft და ა.შ.
|
![]() |
სპორტის დეპარტამენტი - მიხეილ თევზაძე სპორტის დეპარტამენტის უპირველესი მიზანია, გახადოს სტუდენტური ცხოვრება აქტიური და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. დეპარტამენტი მიზნის მისაღწევად ორგანიზებას გაუწევს სპორტულ შეჯიბრებსა და ღონისძიებებს.
ჩემი, როგორც სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის უმთავრესი მიზანია განვახორციელო ისეთი სასარგებლო პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და გამოიწვევს სტუდენტების აქტიურ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.
|








