მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
არჩევნები
 
  • სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ტარდება ყოველწლიურად, მეორე სემესტრის დაწყებიდან ორი თვის ვადაში
  • მას შემდეგ რაც დადგინდება ზუსტი თარიღი არჩევნების, ერთი თვით ადრე არსებულ თვითმმართველობას აღარ შეეძლება მათვის გამოყოფილი ნებისმიერი სახის რესურსის გამოყენება, სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ნებართვის გარეშე.
  • არსებულ რესურსზე კონტროლი გადადის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ხელში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის თანასწორ და სამართლიან გამოყენებას ყველა სტუდენტის სასარგებლოდ. მანამ სანამ არ აირჩევა ახალი თვითმართველობა.
  • არჩევნებიდან ერთი თვით ადრე გამოცხადდება საარჩევნო კამპანიის პერიოდად სადაც ნებისმიერ ჯგუფს შეეძლება აწარმოოს საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კამპანია შეწყდება არჩევნების წინა დღეს.  არჩევნების დღეს ნებისმიერი სახის კამპანია, მოწოდებები და არჩევნებზე ზეგავლენის შემთხვევაში სტუდენტური გუნდი მოიხსნება არჩევნებიდან.
  • საქართველოს უნივერსიტეტის ნებისნიერი სტუდენტი უფლებამოსილია  მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში
  • საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის საარჩევნო სისტემა არის შერეული (მაჯორიტარული და პროპორციული).
  • სტუდენტი არჩევანს აკეთებს, როგორც საკუთარი სკოლის წარმომადგენელ მაჯორიტარ კანდიდატებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდებს შორის
  • არჩევნებზე მონაწილეობა შეუძლია სტუდ ცენტრში დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტურ გუნდს.
  •  გუნდის დარეგისტრირებისთვის საჭიროა გუნდი შედგებოდეს 12 კაცისგან.
  • არჩევნებში გუნდის მონაწილეობა შესაძლებელია თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    • გუნდს უნდა ჰქონდეს 12 კაციანი საარჩევნო სია, კანდიდატების რიგითობის მიხედვით.
    • არჩევნებზე გუნდს უნდა ყავდეს წარდგენილი უნივერსიტეტში არსებული სკოლების მინიმუმ 2/3-ის თითო მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ავტომატურად წარმოდგენილია საარჩევნო სიაში.
    • თვითმმართველობის გამგეობაში არ შეიძლება იყოს ერთი კურსის 6 წევრზე მეტი წარმომადგენელი.
    • საარჩევნო სიაში არ შეიძლება იყოს სტუდენტი რომელსაც არჩევნების დროიდან, წინა დახურულ სემესტრში აქვს საგნებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული:
      • 63 ქულაზე ნაკლები პირველი კურსის წარმომადგენლებისთვის
      • 65 ქულაზე ნაკლები მეორე კურსის წარმომადგენლებისთვის
      •  70 ქულაზე ნაკლები მაღალ კურსელებისთვის (გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში იგულისხმება შემოდგომის სემესტრი).
  • უნივერსიტეტში არსებული სკოლების რაოდენობის მიხედვით დადგინდება მაჯორიტარი კანდიდატების რაოდენობა, რომელიც დაიკავებს 12 კაციან თვითმმართველობის გამგეობაში ადგილებს და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება გუნდებზე პროპორციული არჩევნების პრინციპით.
  • არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც წარმოადგენს რომელიმე გუნდს.
  • არჩევნები წარმოადგენს ფარული კენჭისყრის პროცესს
  • არჩევნებზე მისულ სტუდენტს მოუწევს არჩევანი დააფიქსიროს ორ ბიულეტენზე. ერთი ბიულეტენით იგი აირჩევს საკუთარი სკოლის მაჯორიტარ კანდიდატს, ხოლო მეორე ბიულეტენით დაუჭერს მხარს საუნივერსიტეტო გუნდი. საქართველოს უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრი გახდება ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს პირდაპირი წესით სკოლის არჩევნებზე მაჯორიტარ კანდიდატად და ასევე პროპორციული არჩევნების წესით გამარჯვებული გუნდებს შორის გადანაწილდება გუნდებისთვის გამოყოფილი ადგილები. არჩევნების ხმების დათვლის დროს ჯერ გამოვლინდება მაჯორიტარული კანდიდატების შედეგები და მის შესაბამისად გადანაწილდება პროპორციული სიით დარჩენილი ხმები.
  • სტუდენტური თვითმმართვდელობის არჩევნების ორგანიზებას ახდენს სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, და ასევე ყველა საუნივერსიტეტო სტუდენტურ გუნდს აქვს უფლება წარმოადგინოს ორი დამკვირვებელი, მათ შორის არსებული თვითმართველობის წევრებს. (საარჩევნო  კომისია შედგება სტუდენტურ საქმეთა ცენტრის მიერ წარდგენილი 2 კაცისგან, საარჩევნო გუნდების მიერ წარდგენილი 2–2 კაცისგან (არა საარჩევნო სიებიდან) და თითმმართველობის 2 წევრი.)
  • სტუდენტური თვითმმართველობის სამართლიანად ჩატარებასა და ლეგიტიმური შედეგის მიღებაზე, პასუხისმგებელნი არიან სტუდენტურ საქმეთა ცენტრი და ის სტუდენტები რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მის ორგაინზებასა და განხორციელებაში.
  • ხმის დათვლა წარმოადგენს გამჭვირვალე პროცესს და მასზე დასწრების უფლება ენიჭება იმ პირებს ვისაც წარადგენენ არჩევნებში მონაწილე გუნდები (თითო გუნდი ორი დამკვირვებლის უფლებით), სტუდენტურ ცენტრში წინასწარი განაცხადის მეშვეობით.
  • არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები
  • პასუხს აგებენ საუნივერსიტეტო წესდებით ყოვლეგვარი საარჩვენო აგიტაცია არჩევნების მსვლელობისას და ზეწოლა სტუდენტებზე კანდიდატების ან მათი მხარდამჭერების  მხრიდან წარმოადგენს კანონდარღვევას და აღნიშნიულ ფაქტზე შემჩნეული კანდიდატი დაუყონებლივ უნდა მოიხსნას არჩევნებიდან.
 
2011 წლის მარტში ჩატარებული არჩევნებისთვის განისაზღვრა 6 ადგილი მაჯორიტარული არჩევნებისთვის შემდეგი სკოლების მიხედვით:
  • ეკონომიკისა და ბიზნესის
  • სოციალურ მეცნიერებათა
  • ჯანმრთელობის დაცვის
  • სამართლის
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
  • IT და მათემატიკის
ხოლო არჩევნების თარიღი იქნება 21 მარტი. საარჩევნო უბანი გაიხსნება 10 საათზე და იქნება 6 საათამდე.


 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker