მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორის ოფისი მდებარეობს საქართველოს უნივერსიტეტის (კოსტავას ქ. 77ა, 0175, თბილისი, საქართველო) IV კორპუსში, მე–7 სართულზე, ოთახი 701.
სკოლის ასისტენტია თინათინ კობაძე, რომელსაც სტუდენტებმა შეკითვების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, მე–7 სართული, ოთახი 701; ელ. ფოსტა – t.kobadze@ug.edu.ge


სკოლის დირექტორს უნდა მიმართოთ შემდეგ შემთხევებში:

  • თუ თქვენ გაინტერესებთ და/ან სტაჟირება შესაბამის ორგანიზაციებსა/ინსტიტუციებში;

  • თუ თქვენ გაინტერესებთ პროფესიული კუთხით დასაქმების შესახებ ინფორმაცია და/ან მიმდინარე ვაკანსიები შესაბამის ორგანიზაციებსა/ინსტიტუციებში;

  • თუ თქვენ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსსა თუ ოლიმპიადაში;

  • თუ თქვენ სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე გესაჭიროებათ მხარდამჭერი წერილი ან რეკომენდაცია;

  • თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა სასეავლო პროგრამასთან დაკავშირებით;

  • თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემა/გაუგებრობა ლექტორთან მიმართებაში;

  • თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა მიმდინარე საგამოცდო საკითხებთან და ტესტებთან მიმართებაში;

  • თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით;

  • თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო საგნების მოცულობასთან და თანმიმდევრობასთან დაკავშირებით;

  • თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა სხვა უნივერსიტეტიდან ან სკოლიდან გადმოსვლის შესახებ.


აგრეთვე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შესაძლებელია სკოლის დირექტორს მიმართონ ჩემი UG-დან, ლინკი სკოლის დირექტორის გამოყენებით.

სკოლის დირექტორის მიღების საათებია:
11:00 – 15:00 საათი (შაბათ–კვირის გარდა)
შესვენება: 13:00 – 14:00

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ–ფოსტა: n.kaladze@ug.edu.ge
მისამართი: კოსტავას ქ. 77ა,
საქართველოს უნივერსიტეტი, კორპუსი IV,ოთახი 701;

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker