მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

რას ფიქრობენ ჩვენზე კურსდამთავრებულები?!

   

რუსუდან გაფრინდაშვილი

 
"2009 წლის დეკემბერში ვამთავრებ საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამას. სწავლის პარალელურად მუშაობა კომპანია  ”ვისოლ პეტროლიუმი”-ში  მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერად დავიწყე. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. მიუხედავ იმისა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დღეს განვითარების ეტაპზეა, საქართველოს უნივერსიტეტში 2 წლის წინ  ვიპოვე გარემო, სადაც მაღალი დონის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება იყო შესაძლებელი და სადაც საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიების მენეჯერები სწავლობდნენ. საქართველოს უნივერსიტეტი, ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის მიღება არის შესაძლებელი, რაც დამეხმარა, რომ პროფესიული საქმიანობა გერმანიაში გავაგრძელო."
  

   

ხვიჩა ბერიძე

   
"საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე 2005 წელს. ‘’პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში’’ მქონდა სწავლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წლები, რომელიც მნიშვნელოვნად დამეხმარა, როგორც პროფესიული ჩამოყალიბების მხრივ, ასევე აღნიშნული მიმართულებით აკადემიურ სფეროში სამუშაო გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. 
2008 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს უნივერსიტეტში, როგორც ‘’პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების’’, ‘’ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების’’ და ‘’ჰუმანიტარულ მეცნიერებათა’’ სკოლების მენეჯერმა. 2009 წლის 1 აპრილიდან მუშაობა განვაგრძე, როგორც ‘’პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის“ ასისტენტმა, ამჟამად კი ვმუშაობ ამავე უნივერსიტეტის ‘’სასწავლო უნარების განვითარებისა და აკადემიური დახმარების ცენტრის’’ ასისტენტ-კოორდინატორად. 
მიმაჩნია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ჩემს მიერ გატარებული წლები მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილებაა, როგორც თეორიული ცოდნის მიღების, ასევე მისი პრაქტიკაში რეალიზების თვალსაზრისით."
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker