მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის დეპარტამენტი  

  

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

 

სტუდენტები ჩვენზე ასე ფიქრობენ:

  

ნატალია თოფჩიშვილი 

  
"მე, ნატალია თოფჩიშვილი ვარ საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა შემეძინა ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. უნივერსიტეტში არსებული მაღალი აკადემიური გარემო დამეხმარა, განმევითარებინა ჩემი აკადემიური უნარ-ჩვევები, რის საფუძველზეც შევძელი უცხო ენების საფუძვლიანი შესწავლა.
აქ მიღებული ცოდნა მომავალში ჩემთვის გზამკვლევი იქნება, როგორც აკადემიურ ასევე პროფესიულ წინსვლაში."
 

   

სალომე ღლონტი

 
 “საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლიან პროფესიონალი ლექტორები. თეორიულ სწავლებასთან ერთად ვიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას, სწორედ ამან განაპირობა მედია ცენტრში გაკათებული ჩემი პირველი სიუჟეტის წარმატება. მიხარია, რომ ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში”

   

მედეა გეგეჭკორი
   
"მე ვარ მედეა გეგეჭკორი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების II კურსის სტუდენტი. ჩემთვის აქ მოხვედრა და სწავლა ნიშნავს, რომ მაქვს ყველანაირი პირობა დავეუფლო იმ საჭირო უნარსა და ცოდნას, რაც აუცილებლია ჩემს პროფესიაში წარმატების მისაღწევად. მშვიდი გარემო, არაჩვეულებრივი ლექტორები და რაც მთავარია, მოწესრიგებული სასწავლო სისტემა უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს, რომლითაც საქართველოს უნივერსიტეტი არ ჩამოუვარდება ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებს. მე ვამაყობ იმით, რომ ვარ საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, რადგან იყო წარმატებული ამ უნივერსიტეტში ნამდვილად არ არის ადვილი."

თიკო კობაძე

"საქართველოს უნივერსიტეტმა ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში, ეს არის ცოდნა, რომელიც ნამდვილად საფუძვლიანია. აქ სწავლების დონე, ჩემი აზრით, ყველაზე მაღალია მთელ საქართველოში. პროფესიულ საგნებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტში დიდი დრო ეთმობა ზოგად განათლებასაც, რაც სკოლა დამთავრებულ ბავშვს დღეს ჩვენს ქვეყანაში აკლია. ძალიან კმაყოფილი ვარ უნივერსიტეტში არსებული პირობებით. აქ ყველანაირი გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ კარგად ისწავლო. ამაში ყველა გეხმარება - ლექტორები, სკოლის დირექტორები, მენეჯერები. ხელახლა რომ მქონდეს შანსი ბაკალავრიატზე ჩაბარებისა, კვლავ აქ ჩავაბარებდი და ყველას ვურჩევ, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში მიიღონ უმაღლესი განათლება."

სალომე საბიაშვილი

 
 
"საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა კარიერული წინსვლისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯია. მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია!"
 
 

ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნათია ბანძელაძე:
"საქართველოს უნივერსიტეტში შექმნილია სწავლის პროცესისასთვის საჭირო ყველა პირობა. ასევე ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შემოქმედებითი მიდგომა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ არჩეული პროფესიის სიღრმისეულად დაუფლების საშუალებას."

მაკო ავქოფაშვილი

მაკო ავქოფაშვილი: “მე მიყვარს საქართველოს უნივერსიტეტი“

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 24.01.2012
best tracker