სოციალური პროგრამები და სამედიცინო დაზღვევა
სოციალური პროგრამები
"საქართველოს უნივერსიტეტში" მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამა:
- სწავლის საფასურის გადავადება;
- შეღავათები სწავლის საფასურის გადახდაზე;
- სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში დასაქმება;
- კვებით უზრუნველყოფა;
- სხვა პროგრამები.
როგორ ჩავერთოთ სოციალურ პროგრამაში?
"იუჯი ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისია იხილავს სტუდენტების აპლიკაციებს სწავლის საფასურის გადავადებასა ან შეღავათებთან დაკავშირებით.
სტუდენტმა უნდა მიმართოს "იუჯი ფონდის" სოციალურ საკითხთა კომისიას და წარადგინოს აპლიკაცია. კომისია უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ამიტომ აპლიკანტი სტუდენტი უნდა იყოს "იუჯი ფონდის" წევრი.
(აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდება კომისიის მუშაობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.)
თუ არის განსაზღვრული ვადები აპლიკაციის წარსადგენად?
აპლიკაციის წარსადგენად არის მკაცრად განსაზღვრული ვადები, რომელიც ემთხვევა კომისიის მუშაობის პერიოდს:
- 1-25 მაისამდე
- 20 ივნისი- 5 ივლისი -ზაფხულის სემესტრის სტუდენტებისათვის
- 25 აგვისტო–10 სექტემბერი
კომისია უფლებამოსილია საჭიროებისამებრ გამართოს რიგგარეშე შეხვედრაც, რის შესახებაც ეცნობება სტუდენტს.
როდის არ უწევს კომისია სტუდენს სოციალურ შეღავათს?
სწავლის პირველ სემესტრში კომისია სტუდენტს არ უწევს შეღავათს, მაგრამ სწავლის საფასურის გადავადება შესაძლებელია.
როდის ეცნობებათ აპლიკანტებს პასუხი?
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აპლიკანტებს ეცნობებათ პასუხი.
რამდენმა სტუდენტმა ისარგებლა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური პროგრამით?
გთხოვთ, იხილოთ სტატისტიკური მაჩვენებლი.
სტუდენტების სწავლის საფასურზე გაწეული შეღავათი
| წელი | სტუდენტების რაოდენობა | გაწეული შეღავათი (ლარებში) |
| 2011-2012 წელი | 81 | 90,370 |
| 2010-2011 წელი | 102 | 161,592 |
| 2009-2010 წელი | 82 | 140,260 |
| ჯამი: 392,222 | ||
სტუდენტებზე გაცემული სტიპენდიები
წელი |
სტუდენტების რაოდენობა |
გაწეული შეღავათი (ლარებში) |
| 2011 წელი | 36 | 18,000 |
| 2010 წელი | 27 | 13,500 |
| 2009 წელი | 6 | 3,000 |
| ჯამი: 34,500 | ||
სამედიცინო დაზღვევა
"საქართველოს უნივერსიტეტის" თანამშრომლებისა და სტუდენტების დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია "იმედი L". გთხოვთ, იხილოთ სადაზღვევო პაკეტი.

