რა შემთხვევაში მიმართავთ სწავლების მენეჯერს
სწავლების მენეჯერს მივმრთავთ, როცა გვსურს
- უნივერსიტეტში მიღება-რეგისტრაცია
- უნივერსიტეტთან ხელშეკრულება-კონტრაქტის გაფორმება
- უნივერსიტეტთან ხელშეკრულება-კონტრაქტის გაუქმება
- უნივერსიტეტში სწავლის აღდგენა-განახლება,
- აკადემიური შვებულების აღება
- სხვა სასწავლებლიდან უნივერსიტეტში გადმოსვლა
- სხვადასხვა ცნობების, უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი მოწმობის, საიდენტიფიკაციო ბარათის აღება
რა უნდა ვაცნობოთ სასწავლო ნაწილის ოფისს დაუყოვნებლივ:
- საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შეცვლა
- მუდმივი/დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა
- სახელის და/ან გვარის შეცვლა
სტუდენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს სასწავლო ნაწილს პირადობის მოწმობის, ბინის მისამართის და ტელეფონის ნომრის გამოცვლის შესახებ. სტუდენტის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს 1 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობით გამოწვეულ შედეგებზე.

