სკოლის მართვა
სკოლის მართვა ხორციელდება ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის მართვას ახორციელებენ:
დამფუძნებელთა/პატრნიორთა კრება
სკოლის დირექტორი: აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით საზოგადოების წესდების შესაბამისად. დირექტორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სასკოლო დებულებით, საზოგადოების წესდებით, დამფუძნებელთა/პარტნიორთა კრებისა გადაწყვეტილებებით.
სკოლის ადმინისტრაციის უფროსი: უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ზედამხედველობას;
თითოეული სამსახური მოქმედებს განსაზღვრული უფლებამოსულების ფარგლებში.
- ფინანსური სამსახური კონტროლს უწევს სკოლის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციების მიზანშეწონილობასა და ასრულებს შესაბამის ფინანსურ ოპერაციებს.
- იურიდიული სამსახური ადგენს სკოლის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
- ხარისხის მართვის სამსახური კონტროლს უწევს სასკოლო სასწავლო გეგმის, სწავლების ხარისხის, სილაბუსების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებთან.
- სასწავლო პროცესის კოორდინატორი კონტროლს უწევს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მოსწავლეთა პირად საქმეებს, ორგანიზებას უწევს საგაკვეთილო განრიგს.
- სწავლების მენეჯერი კონტროლს უწევს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, უზრუნველყოფს შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე გასატანი მასალის მომზადებას ტექნიკური კუთხით.
- საქმისმწარმოებელი აღრიცხავს სკოლაში შემოსულ და გასულ კორესპოდენციებს, უზრუნველყოფს გამოცემული ინდივიდუალურ– ადმინისტრაციული აქტის გაცნობას დაინტერესებულ პირთათვის .
- IT სამსახური კონტროლს უწევს სკოლის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულდ ფუნქციონირებისა და ნერგავს სკოლაში თანამედროვე IT ტექნოლოგიებს .
- დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს არსებობას.
