სტუდენტური თვითმმართველობები
საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია შექმნას, სტუდენტური თვითმმართველობა, ჰქონდეს დებულება, აირჩიოს ხელმძღვანელობა და აწარმოოს შიდა საორგანიზაციო საკითხები დამოუკიდებლად.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელები თანასწორნი არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინაშე. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველი კლუბი.
სტუდენტური კლუბის შექმნა ხდება მინიმუმ 5 სტუდენტის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის შედეგად. მათი საქმიანობის მიმართულება არ არის შეზღუდილი, ერთადერთი ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს უნივერსიტეტის წესდებას. კლუბის ჩამოყალიბება შესაძლებელია სასწავლო წლის ნებისმიერ დროს. კლუბების რეგისტრაციას ახდენს სტუდენტურ საქმეთა ცენტრი წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად.
სტუდენტური კლუბები
სტუდენტური კლუბები და მათი სამოქმედო გეგმებები
![]() |
ტურიზმის კლუბი ტურიზმის კლუბი არის სტუდენტთა გართობაზე და სწავლისგან განტვირთვაზე ორიენტირებული კლუბი. ჩვენ ვგეგმავთ რამოდენიმე სახით წარვმართოთ ჩვენი კლუბის საქმიანობა: ექსკურსიები, ლაშქრობები, ჯომარდობა, ესქტრემალური სპორტი, ქემფინგი... პტურიზმის კლუბის ხელმძრვანელია მარიკა კიკვაძე |
![]() |
კინოსა და თეატრის კლუბი კინოსა და თეატრის კლუბის მიზანია მაყურებელს (ამშემთხვევაში სტუდენტებს) შესთავაზოს არა მხოლოდ გემოვნებიანი ფილმები, არამედ სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელიც კინემატოგრაფიასთან არის დაკავშირებული. კლუბმა ასევე ჩამოაყალიბა საუნივერსიტეტო თეატრალური დასი, სტუდენტების მონაწილეობით. დასს ხელმძღვანელობს პროფესიონალი რეჯისორი. ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის ლიტერატურული თუ შემოქმედებითი საღამოების მოწყობა.კინოსა და თეატრის კლუბის ხელმძღვანელია მარიამ ბააზოვი |
![]() |
მუსიკის კლუბი მუსიკის კლუბის მიზანია სტუდენტებისგან ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახის მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებს შესთავაზებენ სხვადსხვა სახის მუსიკალურ ღონისძიებებს. მუსიკის კლუბის ხელმძღვანელია ნიკა მოლაშვილი |
ფრენბურთის კლუბი ფრენბურთის კლუბის მიზანია სტუდენტების ჩართვა სპორტულ აქტივობებში და ამისთვის გეგმავს მათთვის ფრენბურთში ჩემპიონატებს, ამხანაგურ თამაშებს. ასევე იგეგმება ფრენბურთის მოყვარულთა გუნდის ჩამოყალიბება, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის.ფრენბურთის კლუბის ხელმძღვანელია ანა თვაური |
|
![]() |
ექსტრემალური სპორტის კლუბი (X-sport) “X - sports კლუბი“–ს მიზანია გაუწიოს ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს და მოუწოდოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ. მოახდინოს პოპულარიზაცია ექსტრემალური სპორტის, როგორიცაა: აირსოფტი, ბაიკინგი, სნოუბორდინგი, ექსტრემალური კამპინგი, კლდეზე ცოცვა, კარტინგი და სხვა.ექსტრემალური სპორტის კლუბის ხელმძღვანელია დემეტრე შანშიაშვილი |
![]() |
დახმარების ხელი კლუბის მიზანია ქველმოქმედებით დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს. ასევე, შემწეობა გაუწიოს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. კლუბი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და საშუალება მისცეს მათ შემოწირულობების სახით დაეხმარონ სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენლებს. დახმარების ხელის ხელმძღვანელია თამუნა მესხი |
![]() |
სტუდენტური კლუბი "ფინიკი" საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა შემოქმედებიტი კლუბი "ფინიკი" რომლის მიზანია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. კერძოდ კლუბი მიზნად ისახავს უნივერსიტეტში გამართოს სხვადასხვა საღამოები, გამოფენები, მოიწვიოს ცნობილი ადამიანები და უზრუველყოს ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები. კლუბ "ფინიკის" ხელმძღვანელია: ბექა ექსეულიძე |
ლიტერატურული კლუბი ლიტერატურული კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტების ლიტერატურით დაინტერესებას, ხელი შეუწყოს ლიტერატურის თანამედროვე ტენდეციების გაცნობასა და თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციას, ხელი შეუწყოს სტუდენტების ნაშრომების გამოქვეყნებას.ლიტერტურული კლუბის ხელმძღვანელია ნინო ბრეგაძე |
|
პოლიტიკური კლუბი “პოლიტიკური კლუბი“–ს მიზანია სტუდენტების გააქტიურება, მათი გათვიცნობიერება და თვითშეგნების ამაღლება, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე. დებატების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი აქტივობების მოწყობა.პოლიტიკური კლუბის ხელმძღვანელია ალექსანდრე ლიჩელი |
|
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის კლუბი (EBM) კლუბის მიზანია სტუდენტებისთვის ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე სემინარების მოწყობა. ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის სიმულაციების დაგეგმვა, დებატების მოწყობა. ყოველივე ეს დაეხმარება სტუდენტებს მუდმივად ეცნობოდნენ და აანალიზებდნენ როგორც ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის, ასევე სხვა სფეროს განვითარების ტენდენციებს საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით.ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის კლუბის ხელმძღვანელია ხატია ძამანაშვილი |
|
სტუდენტური კლუბი ''ლატემი'' ''ლატემის'' მიზანია გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება, მოუწოდოს მათ ჯანსაღი და აქტიური გზით სიარულისკენ, მოაწყოს პოეზიის საღამოები, გარდა ამისა განახორციელოს სხვადასხვა იდეები, ჩაატაროს ღონისძიებები, აქტივობები, საქველმოქმედო აქციები, სპორტული შეჯიბრებები თუ ინტელექტუალური თამაშები, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. კლუბი ასევე მიზნად ისახავს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების მოწყობას, რაც კიდევ უფრო გაახალისებს სტუდენტურ ცხოვრბას. კლუბი ‘’ლატემის’’ ხელმძღვანელია მაკა მოსეშვილი |
|
ახალგაზრდა იურისტთა კლუბი კლუბის მიზანია, ჩაატაროს სხვადასხვა აქტივობები, იურიდიული თუ სამეცნიერო ღონისძიებები, ასევე გასცეს რეკომენდაციები და დაიცვას მათი უფლებები. გაუწიოს კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს. კლუბის ხელმძღვანელია ლუკა ონიკაშვილი |
|
Art-კლუბი საქართველოს უნივერსიტეტის Art-კლუბი შეიქმნა, რათა გაArtფეროვნოს უნივერსიტეტის ცხოვრება. ჩვენი კლუბი მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი ტალანტი. კლუბის მიზნად ისახავს ასევე გასვლებს სხვადასხვა ღონისძიებებზე, პროექტებში ჩართვას, მასტერკლასებსა და სხვა. კლუბის ხელმძღვანელია დავით შუკვანი |
|
ქალთა საფეხბურთო კლუბი ქალთა საფეხბურთო კლუბის მიზანია, დააინტერესოს გოგონები ქალთა ფეხბურთით. გაუწიოს პოპულარიზაცია ამ სპორტს და ამ კუთხით შექმნას ბევრი აქტივობები. დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც შიდა ასევე გასვლითი სახის. ეს ყვეალფერი ხელს შეუწყობს სტუდენტურ აქტივობებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესისი დამკვირდერას უნივერსიტეტში. კლუბის ხელმძღვანელია: მირანდა დავითულიანი |
|







