მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა
    (Cambride University Press)
 
 
 
ამჟამად კემბრიჯის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბაზრისათვის 220-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით. ჟურნალში სხვადასხვა დარგში ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგებია თავმოყრილი.
 
კ უ გ არაკომერციული გამომცემლობაა  და   სხვადასხვა დარგის ცოდნისა დაგამოცდილების გავრცელებას ისახავს მიზნად. ჩვენ თითქმის ორასწლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა ჟურნალების გამოცემის საქმეში და ამჟამად 220-ზე მეტ ჟურნალს გამოვცემთ, ხოლო
კვლევით ინსტიტუტებში მათი გავრცელების მიზნით, გამომცემლობა არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
 
კ უ გ-ის ერთგულება ცოდნის გავრცელების პრინციპისადმი აშკარა ხდება  ჩვენი ჟურნალებიდან, კვირაში 7 დღისა და დღეღამეში 24 საათის განმავლობაში.
 
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა მეფე ჰენრი VIII-ს  მიერ დაარსდა 1534 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სამეფო ქარტიის საფუძველზე. ეს მსოფლიოში უძველესი სტამბა და გამომცემლობაა, 1584 წლიდან უწყვეტლივ მოქმედებს და სამეცნიერო ლიტერატურის ერთი უმსხვილესი გამომცემელთაგანია.
 
კ უ გ-ის მიზანია სწავლის, ცოდნისა და კვლევის გავრცელებაში დაეხმაროს უნივერსიტეტს. 
სამეცნიერო ლიტერატურული  გამოცემა: კემბრიჯი სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი გამომცემელია მსოფლიოში; განთქმულია ჟურნალებით, სახელმძღვანელოებით, მონოგრაფიებით და პრაქტიკული რჩევების კრებულებით _ ფინანსების, მედიცინის, სამართლის, იურისპრუდენციისა თუ მხატვრული ლიტერატურის სფეროში. კემბრიჯის სამეცნიერო გამოცემები წელიწადში 200 ჟურნალს და დაახლოებით 1200 ახალ წიგნს მოითვლის.

კ უ გ.-ის გამოცემებით სარგებლობისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:
 
 
* შეგიძლიათ მოიძიოთ ჟურნალები თემისა დასახელების მიხედვით.
* აირჩიოთ პროგრამული ძიება და მოძებნოთ ავტორის, წლის, ნომრის, ტომისა და გვერდის მიხედვით. 
 
 
 
 
 
 
 
 
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 16.09.2010
best tracker