საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
მისია, მიზნები და გეგმები
ჩვენი მისია - მოვემსახუროთ მკითხველს, მივაწოდოთ მას ყველა საჭირო ინფორმაცია და საქართველოში საუკეთესო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა შევქმნათ.
მიზნები:
- საჭირო წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების მოპოვება და მკითხველისათვის დროული მიწოდება.
- ინფორმაციის წყაროების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა.
- ჩვენი სტუდენტების, თანამშრომლების, ლექტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მომსახურება და მათთვის პროფესიული დახმარების გაწევა.
გეგმები:
- მკითხველისათვის ფასეული და მოხერხებული მომსახურების უზრუნველყოფა.
- თბილი და გულიანი გარემო განგრძობითი სწავლისათვის.
- წევრთათვის უფასო მომსახურება: რჩევები და მომსახურება ბიბლიოთეკიდან მასალის გატანის მსურველთათვის.
- ბიბლიოთეკის კვალიფიციური და კომპეტენტური თანამშრომლები ერთობლივად იმუშავებენ იმისათვის, რომ ყველა მომხმარებელი უზრუნველყონ შესაბამისი მომსახურებით.
- განვითარებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ყველა მომხმარებლისათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი გახდება.
ჩვენი ბიბლიოთეკა საკუთარ როლს სწავლის ხარისხის, მკითხველთა განათლების დონის, სამეცნიერო კვლევისა და საერთო კულტურის ამაღლებაში ხედავს.
აღნიშნულის მოსაღწევად, ბიბლიოთეკა:
- უზრუნველყოფს წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო მასალის შენახვასა და ხელმისაწვდომობას.
- მოცემულ ინფორმაციას ინტერნეტ-კოლექციის სახით გაავრცელებს და უზრუნველყოფს შესაბამისი მომსახურების ხელმისაწვდომობას ელექტრონული პროდუქციის მომხმარებელთათვის.
- უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენლისათვის.
- მომხმარებლების ინტერესთა სფეროს გასაფართოვებლად სრულად მიაწვდის მათ საჭირო ინფორმაციას.

