მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
 
საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
აბიტურიენტებმა, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვეს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • სკოლის ატესტატი - დედანი და ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის დედანი და ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდის (სრულად ან სემესტრულად გაფორმებული კონტრაქტის ტიპის მიხედვით) დამადასტურებელ ქვითარს;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
შეავსონ განცხადება-აპლიკაცია და გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი) უნივერსიტეტთან.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სს ”ბაზისბანკი”-ს ნებისმიერ ფილიალში.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ბაზისბანკი“
ბანკის კოდი: 220101956
ანგარიში: 8736082
მიმღები: საქართველოს უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი)
დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი!
დამატებითი ინფორმაციის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე:
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას გამზ. 77 III კორპუსი, ოთახი 507
ტელეფონი: 24 11 44 (შიდა 142)
ელ-ფოსტა: t.chitorelidze @ug.edu.ge
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker