მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

სტუდენტთა მიერ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება

საბაკალავრო სწავლების სტუდენტი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სარეგისტრაციო პროცედურის გავლის, შემდეგ აფორმებს უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას  

უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას სტუდენტი აფორმებს უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილში.

  • ხელშეკრულება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის იდება ერთხელ და ის მოქმედებს უნივერსიტეტში სტუდენტის საბაკალავრო სწავლების მთელ სიგრძეზე (იგულისხმება პროგრამის ხანგრძლივობა). შესაბამისად, არ ექვემდებარება გადასინჯვას არც სწავლების ის ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ხელშეკრულებაში მისი ხელმოწერის დროს, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
  • განსაკუთრებული შემთხვევებზე, როგორიცაა «აკადემიურის აღება», სწავლიდან ხანგრძლივი დროით გამოთიშვა, ისევე, როგორც ჩავარდნილი საგნების ხელახლა აღება და. ა. შ. კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში არ თავსდება და მათ არეგულირებს საუნივერსიტეტო წესდების შესაბამისი მუხლები.

ბაკალავრიატში სწავლის (რეგისტრაციის) შეწყვეტა, კონტრაქტის გაუქმება

  • სწავლის შეწყვეტის დღედ ითვლება დღე, როდესაც შესაბამისი სწავლების მენეჯერი მიიღებს სტუდენტიდან წერილობით განცხადებას სწავლის შეწყვეტის შესახებ.
  • გადასახადი არ უბრუნდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წყვეტენ სწავლას დისციპლინური ნორმების დარღვევის გამო, ანუ ირიცხებიან უნივერსიტეტიდან ადმინისტრაციის განკარგულებით.
  • უნივერსიტეტი შეუწყვეტს სტუდენტს რეგისტრაციას და გაუუქმებს კონტრაქტს, თუ სტუდენტი შესაბამის ვადებში არ დაფარავს უნივერსიტეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებას. 
  • საბაკალავრო  სწავლების სტუდენტს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, რეგისტრაციიდან სწავლის დაწყებამდე პერიოდში, უნაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის 2/3 (თუ გადახდილი აქვს სწავლის საფასური სრულად).
  • საბაკალავრო  სწავლების სტუდენტი, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას, სასწავლო წლის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარებამდე პერიოდში, უნაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის ნახევარი(თუ გადახდილი აქვს სწავლის საფასური სრულად).
  • საბაკალავრო  სწავლების სტუდენტებს, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ გადაიფიქრებს უნივერსიტეტში სწავლას სასწავლო წლის დაწყებიდან 4 კვირის, ანუ I შუალედური გამოცდების ჩატარების შემდეგ, გადასახადი არ უნაზღაურდება.
  • სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სწავლის საფასურის სემესტრულად გადახდაზე, გადასახადი შესაბამისი პროპორციით დაუბრუნდებათ სწავლის საფასურის სრულად დაფარვის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.
  • უნივერსიტეტი რიცხავს ბაკალავრს და აუქმებს მასთან კონტრაქტს ამ უკანასკნელის აკადემიური მოუსწრებლობის გამო, ანუ თუ სტუდენტის GPA ნაკლებია ამ წესდებით დადგენილ ოდენობაზე
  • სტუდენტებს, რომლებთანაც უნივერსიტეტი აუქმებს კონტრაქტს მათი აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გადასახადი არ უბრუნდებათ.
 
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 18.05.2012
best tracker