უნივერსიტეტი ლიცენზირებულია:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს #413 და 2005 წლის 15 დეკემბრის #696 ბრძანებებით;
უნივერსიტეტი აკრედიტებულია:
-
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 26 აგვისტოს #2-19/334 გადაწყვეტილებით 2005 წლისათვის, I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 97 სტუდენტით.
-
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 21 დეკემბრის #2-19/364 გადაწყვეტილებით 2006 წლისათვის I კურსზე მისაღები კონტინგენტის რიცხვი განისაზღვრა 161 სტუდენტით.
-
2007 წლის 2 ოქტომბრის აკრედიტაციის საბჭოს #08/ს გადაწყვეტილებით სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრა 1473 სტუდენტით.
-
2008 წლის 10 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს #22/ს გადაწყვეტილებით სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობად განისაზღვრა 2205 სტუდენტი.
-
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა 2009 წლის 30 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს #22/ს გადაწყვეტილებით.
საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ“ , სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საკუთარი წესდებით.

