კანცელარია

კანცელარიის საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია.
კანცელარიას ხელმძღვანელობს კანცელარიის უფროსი.
კანცელარიის ძირითადი ფუნქციებია:
- ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტებზე მუშაობის ფორმების და მეთოდების სრულყოფა, მათი სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად ორგანიზება;
- online UG-ის კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზება;
- კორესპონდენციის მიღება, დამუშავება;
- დოკუმენტების/კორესპონდენციის კონტროლზე აყვანა, შემსრულებლისათვის მათი დროულად მიწოდება, შესრულების შედეგების შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის სისტემატური ინფორმირება;
- დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ოპერატიული გამრავლების ორგანიზება, დოკუმენტების ბლანკების შემუშვება;
- ინფორმაციის გაცემა, კანცელარიაში შემოსული დოკუმენტების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
- ბრძანებების რეგისტრაცია;
- არქივის საქმიანობის წარმართვა, არქივისათვის მიკუთვნებული დოკუმენტების აღრიცხვის, დაცვის, აღწერის სრულყოფისა და გამოყენების უზრუნველყოფა;
- ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
კანცელარია მუშაობს 10–დან 19 საათამდე და დღის განმავლობაში ათობით სტუდენტს, მშობლებს თუ რიგით მოქალაქეს ეხმარება, სწორად მიმართონ უნივერსიტეტის სამსახურებს პირადად, თუ Online UG სისტემის საშუალებით და დროულად გადაჭრან ესა თუ ის საკითხი.
კანცელარიის უფროსი ნინო ლაბარტყავა
ელ. ფოსტა: n.labartkava@ug.edu.ge
ტელ: 24 11 44 (140)
III სასწავლო კორპუსი, ოთახი № 511

