მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი

საუნივერსიტეტო სკოლები

სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის მთავარი სტრუქტურული რგოლია. საუნივერსიტეტო სკოლებში სწავლება სამ, ან ოთხსაფეხურიანია:
  • საბაკალავრო;
  • სამაგისტრო;
  • სადოქტორო; 
  • უმაღლესი პროფესიული;
სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლება  შესაბამისი პროგრამებით მიმდინარეობს. საუნივერსიტეტო სკოლები საზოგადოებას სთავაზობენ უწყვეტი განათლებისა და პროფესიული გადამზადების მრავალფეროვან მოკლევადიან პროგრამებს. გადამზადებისა და პროფესიული პროგრამების განხორციელებაში  საუნივერსიტეტო სკოლებს დახმარებას უწევენ  უნივერსიტეტის გადამზადებისა და ტრეინინგის ცენტრი და უნივერსიტეტის ენათა ცენტრი.
სკოლას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც რექტორის თანაშემწეა სკოლაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის მიმართულებით.
 
სკოლის დირექტორი
 
სკოლის ფარგლებში წარმართავს:
  • სასწავლო-აღმზრდელობით და სასწავლო-სამეცნიერო  პროცესს და ზრუნავს სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე; 
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო გეგმას, ანუ საპროგრამო საგნების განაწილებას სემესტრებად; ამტკიცებს ლექტორთა მიერ წარმოდგენილ სტუდენტთა საგამოცდო საკითხებსა და ტესტებს (სემესტრული - შუალედური და ფინალური გამოცდები); ადგენს სხვა უნივერსიტეტიდან გადმოსულ სტუდენტთა გამოსაცდელ საკითხებს; ამტკიცებს ლექტორთა მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოთა სიას; ადგენს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მისი სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მომსვლელ სტუდენტთა მისაღები გამოცდების ტესტებს და საკითხებს.
  • ადგენს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო საგნების მოცულობას და თანმიმდევრობას; 
  • აჯერებს და აზუსტებს სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა მასალის ოდენობას; 
  • ხელმძღვანელობს სკოლის საბჭოს მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო თემების, ხელმძღვანელების და ექსპერტების განსაზღვრის პროცესს.
  • წარმართვს სტუდენტთა სტაჟირებას, საერთაშორისო პროგრამებში ჩართვას, ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის და სხვა მიმართულებით.
  • სკოლის დირექტორი, რომელსაც გააჩნია დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს სკოლის სადისერტაციო საბჭოებს.
სკოლის საბჭო
 
სკოლის დირექტორი სკოლას მართავს სკოლის საბჭოსთან ერთად. სკოლის საბჭოში შედიან: დეპარტამენტის უფროსები, ან პროგრამების ხელმძღვანელები და პროგრამებში დაკავებული ყველა აკადემიური თანამდებობის მქონე პირი.
 
სკოლის საბჭო: 
  • განიხილავს სკოლის აკადემიური სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საქმეებს; 
  • შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს სკოლის მოკლევადიან (1 წლიანი) და გრძელვადიან (3-5 წლიანი) სტრატეგიულ გეგმას;
  • განსაზღვრავს საბაკალავრო და სამაგისტრო თემებს, ხელმძღვანელებსა და ექსპერტებს;
  • განიხილავს სტუდენტების მიერ აკადემიური პროგრამის დასრულების და მათთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხს;
საუნივერსიტეტო დეპარტამენტი/ფაკულტეტი
 
საუნივერსიტეტო სკოლები, ზოგ შემთხვევაში , შედგება დეპარტამენტებისაგან / ფაკულტეტებისაგან. დეპარტამენტებში სწავლება მიმდინარეობს ერთი, ან რამდენიმე სასწავლო პროგრამით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ, ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
სასკოლო დეპარტამენტს/ფაკულტეტს ხელმძღვანელობს სასკოლო დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსი სკოლის დირექტორის თანაშემწეა დეპარტამენტის მართვის მიმართულებით. 

 

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 27.07.2010
best tracker