მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:

    • ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლა
    • სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით  (1 ვაკანსია, უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული ქცევის სფეროში სილაბუსებს);
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით (2 ვაკანსია);
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ეკონომიკის მიმართულებებით (1 ვაკანსია);
    • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით (1 ვაკანსია);

 

    • სამართლის სკოლა
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კერძო სამართლის მიმართულებებით (3 ვაკანსია);

1.3 სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    • სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებებით  (1 ვაკანსია);
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებით (1 ვაკანსია);
    • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფსიქოლოგიის მიმართულებებით (1 ვაკანსია);

1.4 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქართული ფილოლოგიის მიმართულებებით  (2 ვაკანსია);
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა არქეოლოგიის მიმართულებებით  (1 ვაკანსია);
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ისტორიის მიმართულებებით (1 ვაკანსია);
    • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებებით (2 ვაკანსია);
    • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფრანგული ენის მიმართულებებით (1 ვაკანსია);

1.5 საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა

    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კვანტური ფიზიკის მიმართულებით  (1 ვაკანსია);
    • ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობა საინჟინრო ფიზიკის  მიმართულებით  (1 ვაკანსია);
    • ბათუმის სკოლა

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით  (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი  დოკუმენტაცია

  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფაილები);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუსი (იხილეთ დართული ფაილი);
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა. წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები, და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების დედნები ან ასლები);
  • წარმოსადგენია საბუთების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიები.
  • ნაკლული დოკუმენტები არ მიიღება!
  • წარმოდგენილი დოკუმენტები არ დაბრუნდება!

კრიტერიუმები:
ძირითადი კრიტერიუმებია:

  • აკადემიური ხარისხი. სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ასისტენტ‐პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას ასევე დოქტორანტი;
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა. სრულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს ‐ არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სამეცნიერო ნაშრომი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ‐ ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხოური ენის ცოდნა, სადაც უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის ცოდნას;

* საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება.
¬საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს საჯარო ლექცია.

საბუთების მიღება:
საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, III კორპუსი, ოთახი №511.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 5 და 6 ივნისს.
საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე -  2012 წლის 7 ივნისი.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის 8 ივნისს.

დამატებითიინფორმაციისთვისმოგვმართეთ: m.janjaria@ug.edu.ge, +(995 32) 2 24 11 44 (140).

"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker