მოგესალმებით!
საქართველოში ინტერნეტი - ახალი, განვითარებადი, ინფორმ
აციის ყველაზე დიდი მატარებელია. ინტერნეტით ადამიანმა შეიძლება მოიძიოს უამრავი საინტერესო, სამეცნიერო, გასართობი, სასწავლო ინფორმაცია.
აციის ყველაზე დიდი მატარებელია. ინტერნეტით ადამიანმა შეიძლება მოიძიოს უამრავი საინტერესო, სამეცნიერო, გასართობი, სასწავლო ინფორმაცია.საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდი უზრუნველყოფს ყველა სტუდენტს, აბიტურიენტს და საერთოდ მომხმარებელს მიიღოს სავსებით ახალი ინფორმაცია. სტუდენტებისათვის შექმნილია ეგრედ წოდებული „ჩემი UG“ - პერსონალური გვერდი, სადაც შესაძლებელია ქულების შემოწმება, ადმინისტრაციისაგან წერილების მიღება და მრავალი სხვა...
აბიტურიენტებისათვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის სკოლების, პროგრამებისა და საგნების წინასწარ გაცნობა, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ლექტორების შესახებ.
2010 წლის იანვრიდან უნივერსიტეტში ამოქმედდა ონლაინ მართვის სისტემა "Online UG". სისტემა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს (ადმინისტრაციულ პერსონალს, ტექნიკურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს) ინფორმაციით და აძლევს საშუალებას მართოს ეს ინფორმაცია თავისი სამსახურის ფარგლებში. სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისთვის შექმნილია სტუდენტების, მათი საგნებისა და შეფასებების მართვის განყოფილება, რომელიც საშუალებას აძლევს თანამშრომელს დაუყონებლივ ნახონ და შეიტანოს ინფორმაცია სტუდენტის შესახებ. პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ სპეციალური გვერდები, რომლის მეშვეობითაც შეაქვთ სტუდენტების ყოვეკვირეული შეფასებები, შეუძლიათ ეკონტაქტონ როგორც თითოეულ სტუდენტს, ასევე მთლიანად თავიანთ ჯგუფებს, გაუგზავნონ შეტყობინებები, გასცენ პასუხები და მიაწოდონ მასალები.
საქართველოს უნივერსიტეტში ვებ-ადმინისტრატორის თანამდებობა შეიქმნა 2006 წლის 19 იანვარს.
ვებ-ადმინისტრატორი უზრუნველყოფს:
-
უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს ოფიციალური ვებ-გვერდით;
-
უნივერსიტეტის სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სათანადო გვერდებზე განთავსებას;
-
უნივერსიტეტის პერსონალს ელ. ფოსტით;
-
ვებ-გვერდის ყოველდღიურ განახლებას;
-
ონლაინ სისტემის მართვას, განახლებას და გაუმჯობესებას
ინფორმაციის მოსაწოდებლად, შესასწორებლად ან ხარვეზების მოსაგვარებლად
გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. მისამართზე - webmaster@ug.edu.ge;
სტუდენტებს ვთხოვთ ინფორამაცია მიაწოდონ სტუდენტურ საქმეთა ცენტრს.
ვებ-ადმინისტრატორი დიმიტრი აბრამიანი
ელ. ფოსტა: webmaster@ug.edu.ge
ტელ.: 24 11 44 (153)


