ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მუშაობს სასწავლო და სამეცნ
იერო-კვლევითი საქმიანობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიმართულებით. სამსახური აკონტროლებს სასწავლო პროცესის აკადემიური მხარის შესაბამისობას აკადემიური საბჭოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ესწრება ლექციებს, ამოწმებს სილაბუსებს და სხვ.
იერო-კვლევითი საქმიანობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიმართულებით. სამსახური აკონტროლებს სასწავლო პროცესის აკადემიური მხარის შესაბამისობას აკადემიური საბჭოს სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ესწრება ლექციებს, ამოწმებს სილაბუსებს და სხვ.ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ასევე კოორდინირებას უწევს სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კონტროლის მუდმივმოქმედ საბჭოს, რომლის შემადგენლობაში, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (საბჭოს თავმჯდომარე) გარდა, შედიან უნივერსიტეტის სრული პროფესორები.
სამსახურს ხელმძღვანელობს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი:
- აკონტროლებს უნივერსიტეტის აკადემიურ სხდომებზე მიღებული სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის სტანდარტების შესაბამისობას ქვეყანაში და ბოლონიის პროცესით მიღებულ სტანდარტებთან;
- იკვლევს, რამდენად შესაბამისობაშია სკოლებსა და დეპარტამენტებში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი უნივერსიტეტში დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან, რისთვისაც ამოწმებს განვლილ სასწავლო პროცესს აუდიტორულად: შეისწავლის ყოველკვირეული გამოკითხვების, შუალედური თუ ფინალური გამოცდების შესაბამისობას საგნის აღწერაში გაცხადებულ მიზნებთან, ისევე, როგორც საგნის სილაბუსისა და მიწოდებული მასალის შესაბამისობას პროგრამის ამოცანებთან და მიზნებთან და ა. შ. შემოწმების შედეგების მიხედვით, მიმართავს შესაბამის პროფესორებს (სკოლებს) რეკომენდაციებით;
- აწესრიგებს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას პროგრამული აკრედიტაციისათვის;
- აწესრიგებს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად;
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს სხვა ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებეულებების ხარისხის მართვის სამსახურებთან, ხარისხის მართვის, შიდა და გარე კონტროლის კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
I კორპუსი, 313 ოთახი
ტელ.: 24 11 44 (150)
ელ. ფოსტა: n.chikhladze@ug.edu.ge

