სამაგისტრო პროგრამებზე მიღება:
საგაზაფხულო მიღება საშემოდგომო სემესტრისთვის
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა - 7 სექტემბერი
ტესტირება ჩატარდება -
ტესტირების შედეგები გამოცხადდება -
საგნებზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა -
მაგისტრანტების უნივერსიტეტში მიღებას წარმართავს სამაგისტრო სწავლების მენეჯერი და მისი ოფისი.
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ხდება წელიწადში სამჯერ:
• საზაფხულო მიღება: ივნისში შემოდგომის სემესტრისათვის (1 სექტემბერი – 22 დეკემბერი)
• საშემოდგომო მიღება: ნოემბერში გაზაფხულის სემესტრისათვის (1 თებერვალი – 30 მაისი);
• საგაზაფხულო მიღება: აპრილში ზაფხულის სემესტრისათვის (1 ივნისი – 31 ივლისი)
• საგაზაფხულო მიღებისას ჩარიცხული სტუდენტები საშემოდგომო სემესტრისთვის საგანში 500 ლარს გადაიხდიან
• საზაფხულო მიღებისას ჩარიცხული სტუდენტები საშემოდგომო სემესტრისთვის საგანში 600 ლარს გადაიხდიან
მსურველები მიღებისას გადიან შემდეგ 4 ეტაპს:
• საბუთების შემოტანა
• ტესტირება
• სემესტრზე ან საგნებზე დარეგისტრირება
• უნივერსიტეტთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება
საბუთების შემოტანა:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა:
წარმოადგინონ:
• ბაკალავრის დიპლომის დედანი და ასლი,
• პირადობის ასლი
• სარეკომენდაციო წერილი
• სერთიფიკატები
• რეზიუმე
• ორი ფოტოსურათი 3X4; 1 ელექტრონული ფოტოსურათი
შეავსონ:
ტესტირება:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა წარმატებით უნდა გაიარონ სპეციალური საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტური გამოცდა. ტესტური გამოცდა წარმოებს:
ბ. სპეციალობების მიხედვით:
• საუნივერსიტეტო სამაგისტრო წერითი ტესტი (საუნივერსიტეტო GRE );
• საუნივერსიტეტო სამაგისტრო ტესტი მენეჯერთათვის (საუნივერსიტეტო GMAT).
ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ ამოიღოთ საუნივერსიტეტო ვებ-გვერდიდან: GRE , GMAT