• როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი?
• რატომ უნდა ისწავლოთ პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს
საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში?
რა არის პოლიტიკური მეცნიერება?
პოლიტიკა არის უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი განვითარების სწავლების სფერო. პოლიტიკა მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს, იქნება ეს ოჯახი, სამსახური, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ქუჩა თუ სკოლა. პოლიტოლოგია არის მეცნიერება ძალაუფლების შესახებ რომელიც ასევე განიხილავს ურთიერთობებს ძალაუფლების ვერტიკალებს შორის. მასში ჩართულია კონკურენცია და კომპრომისი, დებატები და განხილვები, კონფლიქტი და კრიზისი, მოლაპარაკება და უგულველყოფა, ბრძოლა და ცვლილება. პოლიტიკური მეცნიერება იკვლევს ძალთა შორის არსებულ ურთიერთობებს უფრო ფართო და მუდმივად ცვალებად ასპექტში. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ მთავრობათა და ოფიციალურ პოლიტიკურ ინსტიტუციათა (კანონმდებლობისა და პოლიტიკური პარტიების, სასამართლო სისტემის და სხვა) ქმედებები, იგი ასევე იკვლევს თუ რა ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკური ძალები საზოგადოებასა და ძალთა ურთიერთობებზე. პოლიტიკის შესწავლის პროცესი აერთიანებს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ასპექტებს. იგი გვეხმარება სამყაროს უკეთ გააზრებასა და განსაზღვრაში, ამიტომ პოლიტიკური მეცნიერების შესწავლა არის მეტად ღირებული და ამასთანავე ძალაუფლებით აღმჭურველიც.
საყოველთაოდ ცნობილია რომ პოლიტიკის შესწავლით ჩვენ უკეთ აღვიქვამთ მსოფლიოს ლოკალურ და გლობალურ დონეზე, იმდენად რამდენადაც ჩვენ სამყაროს ნაწილი ვხდებით. ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება, რადგან სამყარო მეტ აზრს იძენს. ისტორიული განვითარების საფეხურები, მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროგნოზები ეს ის საკითხებია რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ გლობალური მასშტაბით. პოლიტიკური მეცნიერება გვაძლევს ჩვენი თვალსაწიერის გაფართოვებისა და ისეთი ფუნდამენტური საკითხების გააზრების საშუალებას როგორიც არის დემოკრატია და თანასწორობა. იგი გვიქმნის იმის საფუძველს, რომ უკეთ გავაცნობიეროთ მსოფლიო პრობლემები, დაწყებული მოსახლეობითა და გლობარული დათბობით, დამთავრებული რასებს შორის ურთიერთობითა და ეკონომიკური ძვრებით. პოლიტიკური მეცნიერების ღრმა ცოდნა გვეხმარება საქართველოსა და მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. იგი გვამზადებს იმ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის, და შესაძლოა ცვლილებისათვის, რომელიც ასე ფუნდამენტურად აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის შემდეგ დიდია იმის ალბათობა, რომ შესაძლებლობა მოგეცეთ ისეთ სტრუქტურულ ერთეულში იმუშაოთ, რომელიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკაზე. ამით კი გექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღოთ წარსული, აწმყო და მომავალი პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარების პროცესში.
პოლიტიკური მეცნერება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისციპლინა, რომელიც განეკუთვნება სოციალურ მეცნიერებებს. პოლიტური მეცნიერებები მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ და სხვა ინტერესთა სფეროებთან, დაწყებული სახელმწიფოსა და სამართლის პრობლემებიდან და გენდერული კვლევებით დამთავრებული. პოლიტიკური მეცნიერება არის ინტერდისციპლინარული მეცნიერება რომლის საფუძვლიანად დაუფლების შემთხვევაში თქვენ ფართოდ გეხსნებათ გზა კარიერის მწვერვალებისკენ. ამასთანავე ამ დისციპლინის შესწავლით თქვენ გაიღრმავებთ ცოდნას და კრიტიკულ უნარჩვევებს სხვადასხვა მომიჯნავე დისციპლინებშიც.
საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლა სთავაზობს სტუდენტებს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს და ორი სპეციალობით: პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი.
მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მოპოვებით თქვენ გეძლევათ ბრწყინვალე შესაძლებლობა გააგრძელოთ მოღვაწეობა მრავალ სხვადასხვა სფეროში, მასწავლებლობიდან დიპლომატობამდე. თქვენ შეგიძლიათ - განაგრძოთ სწავლა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პოლიტიკურ მეცნიერებებში, საჯარო მოხელე და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით; დაიწყოთ მუშაობა საჯარო სამსახურში და მონაწილეობა მიიღოთ სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებაში ან კერძო სექტორში და მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობის დარეგულირებაში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ან არაკომერციულ ორგანიზაციებში; წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი და გახსნათ კვლევითი ან საკონსულტაციო ფირმა; გახდეთ მკვლევარი ან პუბლიცისტი. განურჩევლად არჩეული კარიერისა, მეცნიერებათა მაგისტრების უმრავლესობა აღნიშნავს პოლიტიკურ მეცნიერებათა დადებით გავლენას მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე.
როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში, დამქირავებელთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კურსდამთავრებულებს, რადგანაც ისინი გამოირჩევიან თვიანთი შემოქმედებითი და ინოვაციური უნარით, ანალიტიკური აზროვნებითა და დახვეწილი წერის კულტურით, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისათვის. შესაბამისად, ჩვენ პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სამსახურში მიღების ბევრად უფრო მეტი შანსი, ვიდრე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების თუ კოლეჯების კურსდამთვრებულებს. გარდა მაღალი კონკურენტუნარიანობისა, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრებს აქვთ გამორჩეული უნარი განიხილონ სხვადასხვა დიდი თუ მცირე მასშტაბის პრობლემა პოლიტიკურ ჭრილში. ზოგადად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრს აქვს განათლება, რომელიც უზრუნველყიფს მის საინტერესო და მრავალფეროვან მოღვაწეობას.
რატომ უნდა ისწავლოთ პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს უნივერსიტეტში?
საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში მოღვაწეობს ბევრი ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერი მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. მათ უდიდეს უმრავლესობას ზურს უმაგრებს დასავლური გამოცდილება რაც შერწყმულია მათ სურვილთან ბოლონიის პროცესის ფარგლებში უნივერსიტეტში დაინერგოს სწავლებისა და კვლევების თანამედროვე მეთოდები. უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები გამოირჩევიან სწავლის პროცესისადმი მრავალმხრივი მიდგომით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ საფუძვლიანი განათლება და განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი.
სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, სადაც პროფესორები მიუწვდომელნი არიან სტუდენტებისათვის სუ-სში არსებობს ურუთიერთობათა ისეთი სისტემა რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტებს შეუქმნას კომფორტული აკადემიური გარემო. სუ-ში გამოჩენილი სპეციალისტები ამზადებენ არა მარტო მაგისტრებს, არამედ ასწავლიან პირველი და მეორე კურსის ბაკალავრებსაც, რაც ხელმისაწვდომს ხდის უნივერსიტეტში არსებულ ლექცია-სემინარებს ნებისმიერი დონის სტუდენტისათვის. პირველი კურსის საგნები ისწავლება უნივერსიტეტის ყველაზე გამორჩეული სპეციალისტების მიერ, რომლებიც არა მარტო საგნის საფუძვლებს აცნობენ ახალგაზრდებს, არამედ უზრუნველყოფენ მათ შესწავლას მაღალპროფესიონალურ დონეზე.
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლას ასევე გააჩნია სხვა ძლიერი მხარეები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მსოფლიო პოლიტიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება, სტრატეგიული კვლევები, საერთაშორისო ეკონომიკა, ევროპათმცოდნეობა, ამერიკათმცოდნეობა, ქალი და პოლიტიკა და სხვა. პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდ ის თუ როგორ მუშაობდა ან როგორ მუშაობს პოლიტიკური სისტემა და ხელისუფლება, არამედ ის თუ რა ფორმით არის შესაძლებელი ამ სისტემების შეცვლა რათა ეს ინსტიტუტები გახდნენ უფრო დემოკრატიულნი მომავალში. შედარებითი პოლიტიკა ადარებს და განასხვავებს მოცემული სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკას. საერთაშორისო პოლიტიკა აქცენტს აკეთებს ისეთ ფენომენაზე როგორიცაა გლობალიზაცია, ომი და მშვიდობა, დიპლომატია, საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები. პოლიტიკური თეორია იკვლევს თუ რაზე მსჯელობდნენ თეორეტიკოსები წარსულში და რას ამბობენ ისეთი ფუნდამენტური პოლიტიკური ფასეულობების შესახებ რომელიც იწყება თაისუფლებითა და თანასწორობით და მთავრდება გლობალური უსაფრთხოებითა და სამართლიანობით.
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ასევე იძლევა ვიწრო სპეციალიზაციებს შემდეგ ინტერდისციპლინარულ პროგრამებში: ევროპათმცოდნეობა, ამერიკათმცოდნეობა, აზიათმცოდნეობა, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა.