სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS
 
I. სისხლის სამართლის პროგრამა
  ხელმძღვანელიმერაბ ტურავა
 
II. სამოქალაქო სამართლის პროგრამა
   ხელმძღვანელიზურაბ ძლიერიშვილი
 
III. საერთაშორისო სამართლის პროგრამა
   ხელმძღვანელიედუარდ რაუპი
 
 
რა ცოდნას მივიღებ სამაგისტრო პროგრამით?
სამაგისტრო პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება სამართლის ერთი გარკვეული დარგის შესახებ ბაკალავრის საბაზისო საფეხურზე უფრო მაღალი საფეხურის ცოდნა. ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით იგი განსაკუთრებით დაეუფლება პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ამასთან, ის შეძლებს მისთვის საინტერესო სამართლის სფეროში დამოუკიდებლად სამეცნიერო კვლევის განხორციელებას, რაც მისი შემდგომი სამეცნიერო მუშაობის საფუძველი იქნება.
 
რა ტიპის აკადემიური ხარისხი მექნება?
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
 
სად შეძლება დავსაქმდე?
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურაში. მისი პროფესიული საქმიანობის სფერო სპეციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეიძლება იყოს სამოსამართლო, საპროკურორო, საადვოკატო, სანოტარო, საგამოძიებო საქმიანობა. ამასთან, იგი შეძლებს სწავლის გაგრძელებას დოქტორანტურაში სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.