ჯურის დოქტორი 

ეს პროგრამა საშუალებას აძლევს არაიურისტ ბაკალავრებს სწავლების სამწლიანი კურსის დასრულების შემდეგ მიიღონ იურისტ - დოქტორისა და კრიმინალური მართლმსაჯულების მაგისტრის ხარისხი. თითოეულმა კანდიდატმა წარმატებით უნდა დაასრულოს:
 

• პირველი წლისათვის გათვალისწინებული ყველა იურიდიული დისციპლინა;

• სამართლის სკოლის კურსები, რომლებიც უკავშირდება კრიმინალურ მართლმსაჯულებას და ინსტიტუციონალიზაციას;

• კრიმინალური მართლმსაჯულების პროგრამა (სტატისტიკა, კვლევის მეთოდები, კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა, სამართლებრივი პროგრამების დაფინანსება და კრიმინოლოგია), მოამზადოს სამაგისტრო ნაშრომი.

 ტიპიური პროგრამა მოიცავს: 
• პირველი წელი: 10 საგანს სამართალში (60 კრედიტი); 
• მეორე წელი:  5 საგანს სამართალში + 5 საგანს კრიმინალურ მართლმსაჯულებაში (60 კრედიტი) 
• მესამე წელი: 5 საგანს კრიმინოლოგიაში (30 კრედიტი) და სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას (12 კრედიტი).