დირექტორისგან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. პდსუს არის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკადემიური  რგოლი რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის ძალისხმევაში მიაღწიოს საერთაშორისო დონის წარმატებას აკადემიურ სფეროში.
 
სკოლა მოიცავს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებულ სწავლებათა ფართო სპექტრს და დღესდღეობით წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე სწრაფად მზარდ ერთეულს- სტუდენტთა რაოდენობის, სწავლის შემდგომი დასაქმების, სტუდენტების მიერ კურსის დახასიათებისას მიცემული შეფასების, თანამშრომელთა პუბლიკაციების და საზოგადოებაში შეტანილი წვლილის მიხედვით.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების  დიდ არჩევანს. თითოეული პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ მიდგომებს და  პასუხობს თანამედროვეობის მზარდ მოთხოვნებს.

ამჟამად 20-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებლისაგან დაკომპლექტებული პდსუს წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ აკადემიურ განყოფილებას, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს შეისწავლონ მათთვის საინტერესო საგნები და აწარმოონ კვლევა ოთხ ერმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ აკადემიურ დისციპლინაში:
 
• პოლიტიკა
• საერთაშორისო ურთიერთობები
 
 მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სულ ახლახანს დაარსდა, მას უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეროვნული პოლიტიკის განვითარებაში. სკოლის არაერთი კურსდამთავრებული უკვე დგას სახელმწიფოს სამსახურში, მუშაობს საქართველოს მედიაში, მოძრაობს საქართველოს პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეში. ჩვენს თანამშრომლებს ხშირად მიმართავენ  თხოვნით გააკეთონ კომენტარი მიმდინარე ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკის მოვლენებზე რადიოს, ტელევიზიისა და გაზეთების მეშვეობით.
 
ჩვენი სტრატეგიული მიზანია პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინებში კვლევასა და სწავლებაში მივაღწიოთ უმაღლეს ხარისხს. ამასთანავე ჩვენ მივისწრაფვით ინტერდისციპილინარული მიდგომებისა და კვლევის თანამედროვე მოდელების განვითარებისკენ.
 
მჯერა, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სკოლის მმართველობა უფრო ნაყოფიერი და ეფექტიანი გავხადოთ.
 
კორნელი კაკაჩია
 
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურიერთიერთობების სკოლის დირექტორი