პროგრამის შესახებ

სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი


წოდება: მაგისტრი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
კრედიტების რაოდენობა: 120 ECTS
პროგრამას ხელმძღვანელობს: 
კორნელი კაკაჩია

სპეციალიზაციები:
·საერთაშორისო ეკონომიკა
·ევროპათმცოდნეობა
·ამერიკათმცოდნეობა

საერთაშორისო
ურთიერთობები
     
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტების მიერ თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტალური თეორიული მომზადება პოლიტიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად.
     სტუდენტები პროგრამის გავლისას მიიღებენ კომპლექსურ ცოდნას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გლობალური, რეგიონალური პროცესებისა და პრობლემების შესახებ. გლობალურ პრობლემებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშვიდობის შენარჩუნების, უსაფრთხოების, ეკოლოგიურ, ენერგეტიკულ, სურსათის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლებისა და სხვა პრობლემებს.
პროგრამა მომზადებულია, როგორც სამამულო ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერებების მიღწევების  განზოგადოებისა  და კრიტიკული შესწავლის შედეგად და შემუშავებულია ამ დარგში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამაში აქცენტი კეთდება საერთაშორისო ურთიერთობებისადმი კომპლექსური და დისციპლინათშორისი მიდგომის საჭიროებაზე. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ანალიზისას გამოიყენონ პოლიტოლოგიური, სოციოლოგიური, ეკონომიკური, საერთაშორისო-სამართლებრივი, ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევები.  

დასაქმება
: პროგრამის ბაზაზე მომზადდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკური კონსულტანტები, დიპლომატები, მკვლევარები,  პოლიტიკური ანალიზის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების კადრები, რომლებზედაც დიდი მოთხოვნაა როგორც სახელმწიფო ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე პროგრამა ახალ პერსპექტივებს აძლევს იმ ადამიანებს რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა.
 
აკადემიური კურსის პროგრამა
ძირითადი კურსები
 
IREL 5100   საერთაშორისო ურთიერთობების თეორია (კორნელი კაკაჩია)
 
კურსი სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ძირითადი მიდგომების შესწავლას სახელმწიფოთა მოქმედების მიზეზების ასახსნელად. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები განიხილავენ და გააანალიზებენ საერთაშორისო რეალობაში გაბატონებულ ძირითად პარადიგმებს(რეალიზმი, ლიბერალიზმი,კონსტრუქტივიზმი და სხვ.), კონცეპტუალურ ხედვებს და სხვა გავლენიან მიმდინარეობებს. კურსის მთავარი მიზანია განუვითაროს სტუდენტს კრიტიკული აზროვნების უნარი იმ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მართავენ საგარეო პოლიტიკას და დაეხმაროს მათ რეალური სამყაროს შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებაში.
 
IREL 5110   აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები (კენ გოფი)
 
ეს კურსი მოწოდებულია დაეხმაროს დამწყებ მკვლევარებს და ასწავლოს მათ თუ როგორ უნდა იმუშაონ საკვლევი თემის ან პროექტის მომზადების სხვადასხვა ეტაპზე. მკვლევარები გაეცნობიან სამეცნიერო კვლევის ბუნებას, აკადემიური მეთოდების გამოყენებას, მიზნებს, მოხსენების მეთოდს. კურსი დაეხმარება დამწყებ და არადამწყებ მკვლევარებს მოხსენების დაგეგმვის, ორგანიზების კომპლექსურ საკითხებში და დაეხმარება მათ დაკავშირებული პრობლემების  გადაჭრაში.
 
LAWM 5143  საერთაშორისო სამართალი (გოჩა ლორთქიფანიძე)
 
კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ლეგალური სისტემის ძირითადი კონცებციები და პრობლემები. კურსი მოიცავს ძირითად საკითხებს ისეთ სფეროში, როგორიცაა საერთაშორისო სამართლის წყაროებო, სახელმწიფოთა იურისდიქცია, საერთაშორისო სამართალი და ძალის გამოყენება, ურთიერთდამიკიდებულება საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფო შიდა სამართალს შორის. კურსი ასევე გულისხმობს შედარებით ახალი საკითხების შესწავლას საერთაშორისო სამართალში, როგორიცაა ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო კრიმინალური სამართალი.
 
IREL 5121  რელიგია, საზოგადოება და მსოფლიო პოლიტიკა (ვახტანგ მაისაია)
 
მოცემული კურსი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც ასოცირდებიან რელიგიური შეუწყნარებლობის იდეასთან, გლობალიზაციასთან, ტრანს-ნაციონალური რელიგიურ აქტორებთან, საერთაშორისო წესრიგთან, რელიგიური ფუნდამენტალიზმთან, კონფლიქტებთან და მათი გადაწყვეტის გზებსა და მშვიდობის დამყარებასთან. ყურადღება გამახვილდება ისეთ მოვლენებზე, როგორებიცაა სეკულარიზმი და სეკულარიზმის გავლენა რელიგიურ საკითხებზე, კურსი ასევე მიმოიხილავს იმ ძირითად ტერმინებსა და დეფინიციებს, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში.    
 
IREL 5130  საერთაშორისო ორგანიზაციები (ნონა მამულაშვილი)
 
ეს კურსი იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების როლის ანალიზის  საშუალებით. საერთაშორისო ორგანიზაციების უკეთ გაანალიზებისათვის კურსი კონცენტრირებული იქნება რაციონალისტებისა და კონსტრუქტივისტების თეორიებს შორის მიმდინარე დებატებზე. განსახილველად წარმოდგენილი  იქნება შემდეგი თემები: დემოკრატია და საერთაშორისო ორგანიზაციები, კულტურა და საერთაშორისო ორგანიზაციები, მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება, მსოფლიო მთავრობის მომავალი და სხვ.
 
IREL 5210  დიპლომატიური თეორია და პრაქტიკა (ნონა მამულაშვილი)
 
კურსი ეხება დიპლომატიის ხელოვნებას, საერთაშორისო ურთიერთობათა წარმართვას არა ძალისმიერი, ან არასამართლებრივი გზით, არამედ დიპლომატიურ მოლაპარაკებათა საშუალებით. კურსის შესავალში ვრცლადაა განხილული დიპლომატიური სისტემის ის მთავარი მახასიათებლები, რომელიც ევროპაში ჩამოყალიბდა შუასაუკუნეების დასასრულს,. კურსის ძირითადი ნაწილი კი თითქმის მთლიანად ეთმობა მეოცე საუკუნის მოვლენებს, რომლებმაც გავლენა იქონა ამ სისტემაზე. კურსის ასევე შეისწავლის თანამედროვე დიპლომატიის ძირითად კომპონენტებს: ორმხრივი, მრავალმხრივი, სამიტების დიპლომატია და შუამავლობა. მეორე ნაწილი კი შეეხება მოლაპარაკებათა ხელოვნებას და ძირითადად აგებულია ამ პროცესის საფეხურეობრივი სქემის მიხედვით.
 
IREL 5220 ენერგო პოლიტიკა და გარემოს დაცვა  (ნინო ბეგალიშვილი)
 
აღნიშნული კურსი ფოკუსირებას აკეთებს მსოფლიო ენერგეტიკის ბაზარზე არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. ანალიზს უკეთებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე არსებულ ცვლილებებს. გარდა ამისა აქცენტი გაკეთდება ენერგო რესურსებზე, ალტერნატიული ენერგიის სფეროში არსებულ ახალ ტექნოლოგიებზე და ფასების ფორმირების პოლიტიკაზე. კურსი ასევე განიხილავს ენერგეტიკის როლს მსოფლიო პოლიტიკაში და გლობალური ეკოლოგიური უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს.
 
IREL 5230   საგარეო პოლიტიკის ანალიზი (ვახტანგ მაისაია)
 
ამ კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკური პროცესები, რათა მათ შეძლონ საკუთარი აზრის დააფიქსირება მიმდინარე საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და რაც მთავარია შეძლონ ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის კრიტიკულად შეფასება. აგრეთვე კურსის  ამოცანაა  კრიტიკულად გაანალიზოს და შეაფასოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, განიხილოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკა, ეროვნული ინტერესების ცნებასთან და მის განსაზღვრასთან დაკავშირებული კრიტერიუმები.
 
ECON 5234 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (მარინა კვაჭაძე)

კურსის მიზანია წარმოაჩინოს ის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც ხდება ადამიანის უფლებათა დაცვა, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე. სტუდენტები გაეცნობიან ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებს. აღნიშნული კურსის ფარგლებში განიხილება ადამიანის უფლებათა შესახებ ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტრუმენტების როლი და ფუნქციები; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიები.
 
 
IREL 5240  საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი (გიორგი ხუციშვილი)
 
ეს არის ერთერთი წამყვანი კურსი, რომელიც წარმოადგენს კონფლიქტების დარეგულირებისა და ანალიზის მრავალდისციპლინარული მეცნიერების მიმოხილვას. შუამავლობა, ორმხრივი მოლაპარაკება, არბიტრაცია, პრობლემის თანამშრომლობით მოგვარება და სხვა კომპონენტები იქნება ღრმა განხილვის საგანი. ამ კურსის მიზანია მოამარაგოს სტუდენტები ინფორმაციით, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო, ჯგუფთაშორის და პიროვნებათაშორის კონფლიქტების თეორიებსა და კვლევებს და კონფლიქტების დარეგულირების პიდაპირ მეთოდებს, როგორიცაა   ორმხრივი მოლაპარაკება, შუამავლობა და სხვ. 
 

სპეციალიზაციები
და რეგიონალური კვლევები

ამერიკათმცოდნეობა
• ევროპათმცოდნეობა
• საერთაშორისო ეკონომიკა
 
ამერიკათმცოდნეობა
 
1. აშშ-როლი მსოფლიო მოვლენებში
2. აშშ-პოლიტიკის შესავალი
3. საზოგადოებრივი აზრი და ამერიკული დემოკრატია
4. აშშ-ევროპის პოლიტიკა ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით
 
IREL 6000  აშშ-ს საგარეო პოლიტიკა - (ივანე მენთეშაშვილი)
 
კურსი განიხილავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ისტორიულ განვითარებას დაწყებული ამერიკის რევოლუციის დროიდან- დღემდე და ქმნის ერთგვარ ჩარჩოს, რომლის დახმარებით სდუდენტს საშუალება ეძლევა ახლოს გაეცნოს ამერიკული იდეოლოგიის განვითარებასა და მსოფლიო მოვლენებში აშშ-ს ცვალებად როლს.
 
IREL 6110  აშშ-პოლიტიკის შესავალი - (ედუარდ რაუპი)
 
კურსი საშუალებას იძლევა ახლოს გაეცნოთ ამერიკული პოლიტიკის თეორიებს- ისტორიული და თანამედროვე მოვლენებისა და პიროვნებების ფონზე. იგი გააშუქებს ამერიკის პოლიტიკაში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:   მონაწილეობა, იდეოლოგია და შეხედულებები, პარტიები და არჩევნები, ინტერესთა ჯგუფები, კონგრესი, პრეზიდენტი, ბიუროკრატია და უზენაესი სასამართლო.
 
IREL 6115 ამერიკული დემოკრატია და საზოგადოებრივი აზრი
(ივანე მენთეშაშვილი)
 
კურსი აღწერს, განმარტავს და შეაფასებს რიგითი მოქალაქის როლს თანამედროვე  ამერიკის პოლიტიკაში. ამ კონტექსტში, კურსი იძლევა პასუხს რამოდენიმე თავისებურ კითხვაზე, როგორიცაა: რა არის საზოგადოებრივი აზრი? რა ფაქტორებითაა განპირობებული როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთლიანად საზოგადოების აზრი? არიან თუ არა ამერიკელები ცუდად ინფორმირებული პოლიტიკური საკითხების შესახებ? საიდან ვიცით, რას ფიქრობს  ამერიკული საზოგადოება? იღებენ თუ არა პოლიტიკოსები მხედველობაში საზოგადოებრივ აზრს? შეუძლია თუ არა პოლიტიკოსებს, ინტერეს ჯგუფებსა და პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება?
 
IREL 6120 აშშ-ევროპის პოლიტიკა ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით - (ვასილ კაჭარავა)
 
კურსის უმთავრესი მიზანია, განიხილოს საზოგადოებრივი აზრის გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე. საუბარი იქნება აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ ურთიერთობებზე მე-20 და 21-ე საუკუნეებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს. კურსი შეეხება აშშ-ევროპის დიპლომატიურ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, I და II მსოფლიო ომებს შორის ინტერვალში, ცივი ომის დროსა და დღეს. თანამედროვე საკითხებიდან საუბარი იქნება აშშ-ევროპის კონფლიქტებსა და კოოპერაციაზე ბალკანეთში, ავღანეთსა და ერაყში. ასევე, კურსი შეეხება უთანხმოებებს ვაჭრობის სფეროში, ევროკავშირის მომავალსა და მის როლს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამომავლო პერსპექტივებს.
 
IREL 6125 აშშ ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა (ვახტანგ მაისაია)
 
კურსი ”აშშ-ს ეროვნული უსართხოება და თავდაცვა. ” წარმოადგენს ჩარჩოს ეროვნული უსართხოების და თავდაცვის პოლიტკის ანალიზისათვის. საშინაო და საგერო პრობლემების კონტექსტში განიხილება ეროვნული უსართხოების პოლიტიკის სამე მხარე: დიპლომატიური, მილიტარისტული და დაზვერვითი შესაძლებლობები. სტუდენტები შეაფასებენ საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ თავდაცვას შორის არსებულ მიმართებას და სიღრმისეულად შეისწავლიაან, თუ როგორ ხდება ეროვნული უსართხოების სტრატეგიების შემუშავება და იმპლემენტირება. საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვასთან ასოცირებული სახელმწიფო პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლისთვის, სტუდენტები გამოიყენებენ კონკრეტულ რეალურ შემთხვევებს კერძოდ, სტუდენტები შეისწავლაინ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დიპლომატია და ძალის გამოყენება; ლიდერობა და პასუხისმგებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამშვიდობო ოპერაციები; ზესახლემწიფოებთან ურთიერთობა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სამომავლო გეზი. 
 
 
 
 
ევროპათმცოდნეობა
 
1. ევროპული სამართალი
2. ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები
3. ევროკავშირის პოლიტიკა 
4. ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
5. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
 
 
IREL 6130 ევროპული სამართალი (ლეილა მარშანია)
 
აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვროკავშირის მთავარ ხელშეკრლებებს და მეორად კანონმდებლობას. კურსი მოიცავს ევროკავშირის სამართლის გავითარების ანალიზს და არსებული კანონმდებლობის შედარებას კონსტიტუციის პროექტთან. სტუდენტები გაეცნობიან იმ შეთანხმების კანონპროექტის მომზადების პროცესს, რომლის საფუძველზეც დაიწერა ევროპის კონსტიტუცია. ისინი აგრეთვე შეისწავლიან კონვენციის იმ სამუშაოს, რომელიც 2003 წილის 20 ივნისს წარდგენილ იქნა სალონიკის ევროპის საბჭჯოზე. კურსის მიზანია დააინტერესოს სტუდენტები ევროპათმცოდნეობის საკითხების  უფრო ღრმად შესწავლით.
 
IREL 6135 ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური
ასპექტები (ვასილ ჭყოიძე)
 
”ევროპის ეკონომიკა და ეკონომიკური ინტეგრაცია 1950 წლიდან” არის სსმუ-ს ევოპათმცოდნეობის ფაკულტეტის მთვარი კურსი . კურსი არის სამკრედიატიანი დამიზნად ისახავს დააინტერესოს სტუდნეტები ევროპათმცნოდნეობის მიმართჲლებით ცოდნის გაღრმავებაში.  კურსის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა დასავლეთ ევროპაში ეკონომიკურ ინტეგრაციას სხვადასხვა ეტაპზე; CEEC-ში ჩატარებულ ეკონომიკურ რეფორმებზე; EFTA -სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე და საქართველოს და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
 
IREL 6140 ევროკავშირის პოლიტიკა -(ვასილ ჭყოიძე)
 
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს.გაკეთდება მხარეებს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპების (მაგ. დახმარების პროგრამები) ანალიზი. გარდა ამისა, სტუნდეტები გაეცნობიან ევროკავშირის სტრატეგიას ზოგადად სამხრეთ კავკასიიასთან მიმართებაში. საკითხების გაანალიზებისას მოხდება ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, როგორიცაა ENP და მსგავსი სამოქმედო გეგმები რეგიონის ქვეყნებისათვის. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია ევოკავშირის დამოკიდებულება რეგიონში არსებული კონფლიქტებისდმი და მისი შესაძლო მონაწილეობა მოგვარებაში.
 
IREL 6145 ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების
პროცესი- (ვასილ ჭყოიძე)
 
კურსი სთავაზობს სტუდენტებს ევროკავშირის დაწესებულებების ევოლუციას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების, სუპრაეროვნულ ინსტიტუციებსა და წევრ-სახელმწიფოებს შორის კომპეტენციების გადანაწილების მიმოხილვას. აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტები გააკეთებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის და მასში თითოეული ინსტიტუციის როლის ანალიზს. ყურადღება გაამხვილდება განსაკუთრებით მნიშნვენლოვან საკითხებზე: სოფლის მეურნელობის პოლიტიკაზე, ევროკავშირში ბიუჯეტის მიღების პროცესზე, ევროკავშირის გაფართოებაზე, კონკურენციაზე და სხვ.
 
IREL 6150  ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა-(კორნელი კაკაჩია)
 
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ევროკავშირი როგორც საერთაშორისო აქტორი. მისი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიდგომების შეჯერებით. კურსის ძირითადი აქცენტი გადატანილია ცივი ომის შემდგომ  პერიოდზე და მოიცავს ევროკავშირის საგარეო, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში მის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპეტივებს სხვა ქვეყნებთან. კურსის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ევროკავშირის როგორც გლობალური აქტორის მომავალი კურსი.
 
 
 
 
საერთაშორისო ეკონომიკა
 
1. საერთაშორისო ვაჭრობის თეორია
2. საერთაშორისო მონეტარული თეორია
3. მიკროეკონომიკა
4. მაკროეკონომიკა
5. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია
 
   
 
ECON 6153 საერთაშორისო ვაჭრობის თეორია
 
კურსი განიხილავს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების თეორიასა და პრაქტიკას. საერთაშორისო მონეტარულ თეორიასთან ერთად, ეს კურსი წარმოადგენს საფუძველს საერთაშორისო ეკონომიკის უფრო სპეციალიზირებული საკითხების შესასწავლად. წინაპირობა- მიკროეკონომიკის კურსისათვის.
 
 
ECON 6163 საერთაშორისო მონეტარული თეორია
 
კურსი ეძღვნება იმ ძირითად თეორიას, რომელიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო მონეტარულ სისტემას. აქ შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა საგადასახადო ბალანსირება და მისი ანალიზი, უცხოური ვალუტის გადამცვლელი ბაზრები, ეკონომიკათა ურთიერთქმედება მაკროეკონომიკურ დონეზე და სავალუტო კურსის რეჟიმები. წინაპირობა- მაკროეკონომიკის კურსისათვის.
 
ECON 6173 მიკროეკონონომიკა
 
კურსი შეისწავლის თეორიას, რომელიც ეხება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს შეზღუდული რესურსებისა და გაურკვევლობის ატმოსფეროში. განიხილება არჩევანი და მოთხოვნა, წარმოება, ღირებულება, ფირმებისა და ბაზრების სტრუქტურა, საბაზრო ჩავარდნა და გაურკვევლობა. ყურადღებაა გამახვილებული ეკონომიკის ეფექტიანობაზე, და ამ თეორიის გამოყენება გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის პრობლემების გადასაჭრელად. შეტანილია ,,თამაშის თეორია’. კურსი საშუალო ცოდნის სტუდენტებისათვისაა განკუთვნილი და მოითხოვს მათემატიკის ცოდნასაც. იგი მეტ საკითხს მოიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ეკონომიკის კურსი. მაკროეკონომიკასთან ერთად, ეს კურსი წარმოადგენს საფუძველს ყველა  მომდევნო ეკონომიკის კურსისათვის.
 
ECON 6183 მაკროეკონომიკა
 
კურსში ჩამოყალიბებულია ის ანალიტიკური მეთოდები, რომლებიც გვეხმარება ეკონომიკის მოქმედების მექანიზმების შესწავლაში, და წარმოების, დასაქმების, ფასების, სარგებლის განაკვეთის დონეებისა და დროთა განმავლობაში მათი  ცვალებადობის განმრტებაში.  კურსში შეფასებულია მთავრობის როლი ამ ცვლადთა განსაზღვრის საქმეში. ყურადღება ეთმობა როგორც მოკლევადიან ეკონომიკურ რყევებს, ისე გრძელვადიან ეკონომიკურ მოვლენებს, მათ შორის ზრდას. კურსი  განკუთვნილია საშუალო მომზადების მქონე სტუდენტებისათვის. მიკროეკონომიკასთან ერთად, ეს კურსი წარმოადგენს საფუძველს ყველა მომდევნო ეკონომიკის კურსისათვის.
 
ECON 6193 საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია
 
კურსი ერთმანეთთან აკავშირებს საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის თეორიებს. განიხილავს ნეომერკანტილიზმს, დამოკიდებულების იდეასა და სხვა თეორიებს, ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის თეორიის პოზიციებიდან, და შეეხება საერთაშორისო ენერგიის, ვალის,  საერთაშორისო დახმარებების და კონკურენტუნარიანობის საკითხებს.