ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ თანამედროვე განათლებას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია დასავლურ სტანდარტებსა და ღირებულებებზე. სასწავლო პროგრამა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო საგნებზე, ხოლო მეორე ნაწილია შეასწავლის პროფესიულ საგნებს. სასწავლო პროგრამის ზემოთ აღნიშნული პრინციპით აგება ეფუძნება დღევანდელი მსოფლიო მოთხოვნებს, ვინაიდან ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ინფორმაციის მიმწოდებლის ფუნქცია, აქედან გამომდინარე მას მოეთხოვება ღრმა და საფუძვლიანი განათლება არამარტო პროფესიული საკითხებისა, არამედ ზოგადი განათლებაც.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტი მაღალ პროფესიულ სპეციალისტად ჩამოყალიბდება. მას მიენიჭება საბაკალავრო ხარისხი ჟურნალისტიკაში. კურსდამთავრებულს ექნება ღრმა პროფესიული ცოდნა ზოგადი ჟურნალისტიკის მიმართულებით.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის მედია ორგანიზაციებში და ინსტიტუტებში, იქნება ეს კომერციული თუ არაკომერციული, სამთავრობო თუ არა სამთავრობო სექტორი. ჩვენთან მიღებული ჟურნალისტიკაში საფუძვლიანი ცოდნის შედეგად, კურსდამთავრებული იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი, ვინაიდან თანამედროვე საქართველოს სჭირდება თანამედორვე ტიპის მედია სპეციალისტები.
HIST 1110 მსოფლიო ისტორია I - კურსი მოიცავს ძველი მსოფლიოს ისტორიის ძირითად ფაქტობრივ მასალას უძველესი პერიოდიდდან შუა საუკუნეების ისტორიის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტებში ისტორიული აზროვნების, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარის განვითარებას, ამა თუ იმ საზოგადოების ისტორიული მეხსიერების თავისებურებების წვდომას და წყაროების კრიტიკულ ანალიზს. ამ მიზნის მისაღწევად სტუდენტი უშუალოდ ეცნობა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წერილობით წყაროებს.
KART 1120 აკადემიური წერა - აკადემიური წერა წარმოადგენს ლექციების კურსს, რომელიც სტუდენტებს განუვითარებს წერილობითი ფორმით აზრის სწორად გადმოცემის უნარს, აუმაღლებს ზოგადთეორიულ დონეს და შეამზადებს მათ იმისათვის, რომ უფრო ღრმად და კვალიფიციურად შეისწავლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დისციპლინა. განსახილველი მასალა დალაგებულია სირთულის მიხედვით. თავდაპირველად, სტუდენტები შეისწავლიან მარტივ საბუთებზე მუშაობას, განცხადებების, ავტობიოგრაფიის, CV-ს, ანკეტა-ფორმულარების შედგენას, რაც სრულიად აუცილებელია ყოფით დონეზე. მეორე ეტაპია სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, ბიბლიოგრაფიული სიის შედგენა, საქმიანი კორესპონდენციის წარმოება და ა.შ. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს, აიმაღლონ წიგნიერების დონე და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ სხვადასსხვა საგნების შესწავლისას.
ANTH 1130 შესავალი კულტურულ ანთროპოლოგიაში - კულტურული ანთროპოლოგია არის შედარებითი მეცნიერება, რომლის მიზანია დაადგინოს კულტურის დეფინიციები, კულტურული სხვაობები ხალხთა შორის და ახსნას ეს სხვაობები მათი განვითარების ისტორიის რეკონსტრუქციით, მიგრაციითა და ურთიერთქმედებით. დაასაბუთოს, რომ კულტურა არის ის სტრუქტურა, რომელიც კრავს ეთნოსს და იცავს მას დანაწევრებისგან; შეისწავლოს კულტურათაშორისი კავშირები და კულტურის დინამიკა; შიდაკულტურული პარადიგმები და ღირებულებათა სისტემები, ზოგადად კულტურა, როგორც ადამიანის არსებობის ფორმა. სტუდენტები გაეცნობიან ძირითად ანთროპოლოგიურ თეორიებს და თანამედროვე მიდგომას ადამიანის, როგორც კულტურული ფენომენის და მის მიერ შექმნილი საზოგადოების მახასიათებლების შესახებ, რომლის მეშვეობითაც იქმნება ცვლილებებთან ადაპტაციის მექანიზმი.
MATH 1110 მათემატიკა I –ელემენტარული - ეს არის საგანი იმ სტუდენტებისთვის რომლებიც აპირებენ გამოიყენონ მათემატიკა მენეჯმენტსა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში.
INFO 1110 საოფისე კომპიუტერული პროგრამები - კურსის მიზანია ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებს შეასწავლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და შემდეგი პროგრამები: Microsoft Window, Internet Explorer, Excel, PowerPoint, Access, Word. ასევე, სტუდენტები შეისწავლიან კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას, კომპიუტერის შემადგენელ მოწყობილობებს, კომპიუტერში ინფორმაციის შეტანის, შენახვის, დამუშავებისა და გამოტანის (გადაცემის) თავისებურებებს და სხვა.
HIST 1210 მსოფლიო ისტორია II - კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს მსოფლიო ისტოიის ძირითადი მომენტები ახალ და უახლეს ხანაში. Kკურსი ფოკუსირებულია მსოფლიოს ქვეყნების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სოციალური სფეროს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ძირითადი ისტორიული მოვლენები, საზოგადოება და ღირებულებები, პოლიტიკური ნსტიტიტების მახასიათებლები, ეკონომიკური სისტემები, სოციალური ურთიერეთობები, კულტურა, მეცნიერული აღმოჩენები და სხვა. სალექციო კურსი აგებულია ქრონოლოგიური პრინციპით ექვსი ძირითადი თემის ირგვლივ 1415 წლიდან დღემდე.
HIST 1220 საქართველოს ისტორია I - საგნის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს საქართველოს პოლიტიკურუ, ეკონომიკერი, სოციალური და კულტურული ცხოვრების ისტორიის საფუძვლები უძვალესი დროიდან XVI საუკუნემდე, ანუ საქართველოს ისტორია ანტიკურ ხანასა და შუასაუკუნეებში. კურსის მსვლელობაში ყურადღება გამახვილდება ქართველი ერის, მისი კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე. ნაჩვენები იქნება, თუ რა როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფო, ან ქართული სახელმწიფოები დროის აღნიშნულ პერიოდში კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და, შესაბამისად, საერთოდ მსოფლიო პოლიტიკაში.
კურსი ითვალისწინებს აგრეთვე სტუდენტებს გააცნოს საქართველოს ისტორიის ირგვლივ არსებული უმთავრესი ქართული და უცხოური წყაროები და საქართველოს ისტორიაზე მუშაობის მეთოდები.
PSYC 1230 ფსიქოლოგიის საფუძვლები - ფსიქოლოგია ჩვენ გვაინტერესებს ცნობიერების შესახებ მოძღვრების სახით. აქ შედის ცნობიერისა და არაცნობიერის მიმართება (ფროიდი), ზეცნობიერი (იუნგი), ფენომენოლოგია (ცნობიერების მთლიანობის თეორია) და სხვა. ეს კურსიც დაკავშირებული იქნება ფილოსოფიის ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციასთან.
ARTS 1240 მსოფლიო ხელოვნების ისტორია – ზოგადი კურსი - კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ხელოვნების ისტორია. ლექციათა კურსი გულისხმობს სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ქვეყნის ხელოვნების ძირითადი ეტაპების, მათთვის დამახასიათებელი მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპების მიმოხილვას. სტუდენტები გაეცნობიან აგრეთვე იმგვარ კატეგორიებს, როგორიცაა ხელოვნების ნაწარმოებთა მხატვრული სტილი და შინაარსი, მათი კომპოზიციური და ტექნიკური თავისებურებები, აგრეთვე სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ხელოვნების სხვადასხვა დარგის ურთიერთმიმართება თანადროული საზოგადოების კულტურულ-სოციალურ მოვლენებთან თუ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებასთან.
სასწავლო კურსის მოსმენის შედეგად სტუდენტები მომზადებულები იქნებიან მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ძირითადი მოვლენებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში ამ ეპოქების მონაპოვრების ობიექტური შეფასებისათვის, გარკვეული იქნებიან ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მხატვრულ-ესთეტიკურ პროცესებში. სტუდენტები შეისწავლიან ევროპული კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, ხელოვნებას ძირითად დარგებს, ცალკეული პერიოდისათვის დამახასიათებელ მხატვრულ და ტექნიკურ საშუალებებს. კურსი გამოუმუშავებთ სტუდენტებს ანალიტიკურ აზროვნებასა და უნარ-ჩვევებს, რათა ხელოვნების ნაწარმოები აღიქვან და გაიაზრონ, როგორც კონკრეტული ეპოქისა და სოციალური სისტემის შესწავლის მნიშვნელოვანი პირველწყარო.
ECON 1250 ეკონომიკსი - სასწავლო კურსი მოიცავს მაკროეკონომიკისა და მიკროეკონომიკის ძირითადი ელემენტების ანალიზს. მაკროეკონომიკის ნაწილში სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა თეორიულ მიდგომებს და მიმართებას მიკროეკონომიკურ პოლიტიკასთან მიკროეკონომიკის კურსი მოიცავს მიკროეკონომიკის ორი უმთავრესი მიმართულების მიმოხილვას. მიკროეკონომიკური თეორიის ძირითადი ელემენტები, რომლებიც საფუძვლად უდევს სამრეწველო ეკონომიკას, შრომის ეკონომიკას და ა. შ. მეორეს მხრივ, კურსი მსმენელებს შესთავაზებს გამოყენებითი მიკროეკონომიკის საკითხებს. კერძოდ, პრობლემატიკას, რომელიც მოიცვავს თეორიული მოდელიბის ემპირიული მოდელებით თრანსფორმაციას და სხვა სახის გამოყენებით საქმიანობას, რომელიც ეფუძნება მიკროეკონომიკურ ანალიზს.
HIST 2110 საქართველოს ისტორია II - კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს საქართველოს პოლიტიკურუ, ეკონომიკერი, სოციალური და კულტურული ცხოვრების ისტორიის საფუძვლები XVI საუკუნიდან დღევანდელ დღემდე, ანუ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია. კურსის მსვლელობაში ყურადღება გამახვილდება XVI ს-ში საქართველოს ირგვლი წარმოქმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და იმ მიზეზებზე, რამაც საქართველოს სამეფო-სამთვროების პოლიტიკური დამცრობა, მათ მიერ ტერიტორიების დაკარგვა და მოსახლეობის შემცირება გამოიწვია; ზოგადად მიმოხილულ იქნება ქართული სახელმწიფოების როლი ოსმალეთის, სპსრსეთის და რუსეთის, პოლიტიკაში XVI-XVIII სს-ში; აგრეთვე ქართული საზოგადოების ცხოვრება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების შემადგენლობაში და მისი როლი ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში; ისევე როგორც საბჭოთა საქართველოს ისტორიას საბჭოთა იმპერიის შიგნით. სტუდენტები აგრეთვე შეისწავლიან საქართველოს თანამედროვე ისტორიას მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში.
PHIL 2110 ფილოსოფიის საფუძვლები - ფილოსოფიის ზოგადი კურსი წაიკითხება ფილოსოფიის ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციის საფუძველზე, სადაც ფილოსოფიურ-ისტორიული მასალა (სოფისტები, პლატონი, არისტოტელე, კანტი, ჰეგელი, დეკარტე, ჰუსერლი, ნიცშე, ეგზისტენციალისტები, ჰაიდეგერი) ნაჩვენები იქნება, როგორც აზროვნების განვითარების გზა კაცობრიობის სათავეებიდან დღემდე. კურსი მოიცავს ლექციებს ლოგიკის შესახებაც, ამ ლექციებში ნაჩვენები იქნება ლოგიკის განვითარებას ფილოსოფიის ისტორიის მანძილზე. დაწყებული ანტიკური “ლოგოსის” კონცეფციით, გაგრძელებული ძენონის პარადოქსებით, შემდგომ არისტოტელეს ფორმალური ლოგიკით, კანტის წმინდა
გონებით, ფენომენოლოგიური ლოგიკით, და ბოლოს ლოგიკის თანამედროვე თეორიებით, რაც დღეს კერძო მეცნიერებებში გამოიყენება.
LAWB 2115 სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის შესავალი - სტუდენტები გაეცნობიან სახელმწიფოს მმართველობის სხვადასხვა ფორმებს სამართლის წარმოშობის ისტორიას, იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო წყობისა და სამართლის ჩამოყალიბებაზე. კურსი კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის თავისუფლება? ყველა ადამიანია თავისუფალი დღეს? კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ ცოდნა სხვადასხვა ეპოქაში მმართველობის სხვადასხვა ფორმების; სხვადასხვა ქვეყნის კანონებისა და მართლმსაჯულების; სხვადასხვა საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და ნორმების შესახებ.
LITR 2140 ქართული ლიტერატურის ისტორია (ზოგადი კურსი) - ეს კურსი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მისი მიზანია გაღრმავებით შეაწავლოს მათ ქართული ლიტერატურის ძეგლები, დაანახოს ქართული ლიტერატურის ადგილი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში და განუვითაროს მათ უნარჩვევები, რომლებიც აუცილებელია ფილოლოგიური კვლევებისათვის.
HIST 2210 Kკავკასიის ხალხთა ისტორია და ისტორიული გეოგრაფია - სალექციო კურსი მიზნად ისახავს ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს მისცეს ცოდნა კავკასიის რეგიონის, მათ შორის საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ, რათა მათ შეძლონ საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გაანალიზება რეგიონულ კონტექსტში და ამასთან ერთად დაინახონ როგორ იცვლება ეპოქების ცვლილებების შესაბამისად დამოკიდებულება საზღვრის ცნებებთან მიმართებაში და რამდენად აისახება ეს ყველაფერი ისტორიულ წყაროებსში ან რა გავლენას ახდენს ისტორიულ ისტორიულ მეხსიერებას და ეთნიკურ ხასიათზე.
LITR 2220 საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის ისტორია (ზოგადი კურსი) - ეს კურსი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მისი მიზანია შეაწავლოს მათ მსოფლიო ლიტერატურის ძეგლები ანტიკური პერიოდის ავტორებით დაწყებული თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშებით დამთავრებული. განუვითაროს მათ მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კითხვის უნარჩვევები, რომლებიც აუცილებელია ჰუმანიტარებისთვის ეპოქის თავისებურებებში გასარკვევად.
POLT 2230 პოლიტიკურ მეცნიერებათა შესავალი - კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს პოლიტიკური მეცნიერების ძირითადი კონცეფციები და კვლევის მეთოდები ისეთი გლობალური საკითხების ანალიზისათვის, როგორიცაა: ომი და მშვიდობა, კონფლიქტები და მისი გადაწყვეტის გზები, კონტროლი შეიარაღებაზე, ადამიანის უფლებები, გლობალიზაცია და პოლიტიკური ინსტიტუტები, სახელმწიფო წყობა და რეჟიმები.
ARCH 2240 არქეოლოგიის შესავალი - კურსი ზოგადი შინაარსისაა და თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად პრობლემატიკას ასახავს. კურსი თეორიული და პრაქტიკული არქეოლოგიის უმთავრეს საკითხებს_ კვლევის მეთოდებსა და კულტურული პროცესის რეკონსტრუქციის პრინციპებს განმარტავს. სტუდენტები გაეცნობიან არქეოლოგიური მეცნიერების სტრუქტურას, საველე არქეოლოგიის საფუძვლებს, კაცობრიობის განვითარების ეტაპებს, უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ კულტურებსა და ცივილიზაციებს. კურსის მიზანია სტუდენტებს განსახილველად მიაწოდოს თემატიკა, რომელიც ინტერდისციპლინარულ ანალიზს მოითხოვს. შედეგად, საბაზო ცოდნის საფუძველზე, სტუდენტები შეძლებენ არქეოლოგიური მეცნიერების სპეციფიკისა და გამოყენებითი მნიშვნელობის შეფასებას, ისტორიული და კულტურული პროცესების არქეოლოგიურ კონტექსტში გააზრებას.
SOCL 3110 სოციოლოგიის საფუძვლები - კურსი ორიენტირებულია სტუდენტებს შეასწავლოს სოციოლოგიის, როგორც მეცნიერებისა და სოციოლოგიური აზრის განვითარების ისტორია, სოციოლოგიური თეორიები, ასწავლოს მათ პრაქტიკული სოციოლოგიური კვლევების წარმოების ტექნიკა.
MGMT 3120 მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლები - კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა. მენეჯმენტის მიმართულებით სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დაგეგმვა, ორგანიზება, რესურსების მოძიება, მართვა, შეფასება; თანამედროვე თეორიების გამოყენება, წარმატებული სამენეჯმენტო პრაქტიკა.
LAWB 3115 ძველი ქართული სამართლის საფუძვლები - სალექციო კურსი ითვალისწინებს, რომ სტუდენტებს მოსმენილი აქვთ სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის შესავალი. გარკვეული წარმოდგენა გააჩნიათ იმის შესახებ თუ როგორ იქმნებოდა სახელმწიფო და ყალიბდებოდა მისი ერთერთი მნიშვნელოვანი საფუძველი – სამართლებრივი ნორმები და კანონმდებლობა. Aამიტომ კურსში აქცენტი გაკეთდება კონკრეტულად ქართული სამართლებრივი აზროვნების ისტორიაზე და განხილული იქნება სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბების თავისებურებანი და ხასიათი ადათობრივი სამართლის ნორმებიდან ქართული სამართლის ცნობილი ძეგლების – ბექა აღბუღას სამართალი, გიორგი ბრწყინვალის, ვახტანგის სამართალი – შექმნის მიმართულებით.
KART 3140 მეტყველების კულტურა - სალექციო კურსი, რომელშიც ძალზე დიდია პრაქტიკული მუშაობის ხვედრითი წილი, მიზნად ისახავს სტუდენტებს გამოუმუშაოს საკუთარი აზრისა და შეხედულებების გამართულად გადმოცემის და აუდიტორიასთან მუშაობის უნარი, რათა წერილობითი ფორმის პრეზენტაციებთან ერთად მათ განუვითარდეთ ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სწორი, გამართული მეტყველების და აქტიური ზეპირი კომუნიკაციის ჩვევები და გამოცდილება.
HIST 3210 დესკრიპციო და ისტორია (ისტორიული წყაროების შედარებითი ანალიზი) - კურსი განსაზღვრულია სტუდენტებისათვის, რომელთაც უკვე მოისმინეს ძირითადი ჰუმანიტარული საგნები და გადაწყვიტეს საკუთარი ინტერესების რეალიზება ისტორიის მიმართულებით მოახდინონ. ისინი ძირითად ყურადღებას სალექციო კურსში გადაიტანენ იმ პროცესებზე, რომელიც დამახასიათებელია ისტორიული მონაცემების უბრალო ფიქსაციიდან სამოქალაქო-პოლიტიკური ისტორიის შექმნისკენ გარდამავალი გზისთვის. კურსი ფოკუსირებულია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის ამსახველი ტიპური ან განსაკუთრებით საინტერესო წყაროების შედარებითი ანალიზის პრინციპებზე და მიზნად ისახავს სტუდენტებს გაუძლიეროს ისტორიული წყაროს კრიტიკული აღქმისა და ანალიზის უნარი.
HIST 3220 საქართველო და გარესამყარო(ქართული დიპლომატიის ისტორია) - სალექციო კურსი მოიცავს ქართული დიპლომატიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების სხვადასხვა ეტაპებს უძველესი პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე. ეს არის მოკლე მიმოხილვითი კურსი, რომლის მიზანია ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს წარმოდგენა შეუქმნას ქართული დიპლომატიური აზროვნების ისტორიისა და თავისებურებების შესახებ, დაანახოს მათ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელ იყო ეს ურთიერთობები სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში და გამოუმუშავოს მათ ამ სახის ურთიერთობების შედეგების ანალიზის უნარი.
KART 3150 ქართული ენა და სტილისტიკა - ქართული ენისა და მისი სტილისტიკის შესწავლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მშობლიური ენის წარმოშობის, მისი ადგილისა და მნიშვნელობის შინაარსში გარკვევა. სტუდენტებისთვის ნათელი უნდა იყოს ენათმეცნიერული წესების, ხერხების და მეთოდების ენობრივ მოვლენათა ცოდნა. ასევე აუცილებელ პირობად უნდა იქცეს მათთვის ზეპირისა და წერით მეტყველებაში საკუთარი აზრის ლოგიკური და ლაკონური გამოხატვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
JMMB 3110 ჟურნალისტიკის ისტორია და პრინციპები - ჟურნალისტიკის შესწავლის მსურველთათვის აღნიშნულ საგანს უდიდესი მნიშვნელობა აკისრია, ვინაიდან ამ კურსში წარმოდგენილია ჟურნალისტიკის განვითრაბის ისტორია და მისი შინაარსი. იგი ორ ძირითად მიზანს ემსახურება: წარმოადგინოს მასმედიის მიმართულებები და მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მასმედიის როლის ანალიზი. ლექციების პირველი ეტაპი შეასწავლის მასმედიის შინაარსის განვითარებას, ხოლო მეორე ეტაპი მის მოდელებს, როლსა და მიზანს. Kურსის სასწავლო პროგრამა აგებულია ტრადიციული მედიის შესწავლაზე.
JMMB 3120 ჟურნალისტური ოსტატობა - კურსის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ ფუნდამენტალურ განათლებას ჟურნალისტური ტექნოლოგიების შესახებ. ისინი შეისწავლიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არსებულ პროცესებს და პრინციპებს. აგრეთვე გაიღრმავებენ ცოდნას პრობლემებისა თუ თემების დარგობრივ და ფუნქციონალური დაყოფის პრინციპებს, ასევე მასმედიაში კომპაქტურ, მრავალასპექტიან, საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზანმიმართული მოღვაწეობის უნარ- ჩვევებს.
JMMB 3210 ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლები - ეს კურსი ეფუძნება იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ჟურნალისტების მიმართ ნდობა გააჩნდეთ მკითხველებს, მაყურებლებს და მსმენელებს. მასმედიის რომელიმე კუთხით შესწავლისას აუცილებელია მისი ნორმების და კოდების შესწავლა, რათა გაიზარდოს მასმედიის ფუნქციონირების ეფექტიანობა. მთელი კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ და განიხილონ რეალური მაგალითები, შეხვდნენ მოქმეს ჟურნალისტებს და მედია მენეჯერებს.
JMMB 3220 მედია სამართლის შესავალი - მედია სამართლის კურსი შეასწავლის კომუნიკაციის სამართლებრივ შინაარსს მასმედიის მეშვეობით.კურსის მთავარი საკითხები მოიცავენ: ცენზურას, მესაკუთრის რეგლამენტს, მასმედიაში მომუშავე პირების უფლებების დაცვას და ა.შ.
JMMB 3230 მედია მენეჯმენტის საფუძვლები - ეს კურსი განიხილავს მედიას, როგორც ბიზნესს, ახალი ამბების შექმნის დინამიკას. შაბაზრო საკითხებსა და მართვის ძირითად ელემენტებს. მწვეული სტუმრების, მკვლევარების და მაგალითების შესწავლის კვალობაზე სტუდენტები მიიღებენ ცოდნას თუ როგორ შექმნან მედიისგან ბიზნესი.
JMMB 4110 ბეჭვდითი ჟურნალისტიკის საფუძვლები - სტუდენტები ისწავლიან კონცეპტუალიზირებას და ბეჭვდით მედიაში ახალი ამბების შექმნის ტექნოლოგიებს დავალებების პროგრესული სერიების მეშვეობით, რაც ხელსშეუწყობს კრიტიკულ აზროვნებას, პროფესიულ უნარ_ჩვევების ჩამოყალიბებას. შტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბეჭვდითი მედია ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მუშაობის პრინციპებსა და პროფესიულ უნარებს. კურსის მსვლელობისას განიხილავენ რეალურ მაგალითებზე დაყრდნობილ სიტუაციურ სავარჯიშოებს. Kურსის კულმინაციაა სტუდენტების მიერ შექმნილი ნაშრომის გამოქვეყნება (გაზეთი და/ან ჟურნალი)
JMMB 4120 ტელე-რადიო ჟურნალისტიკის შესავალი - კურსის მიზანია მომავალ ჟურნალისტებს მისცეს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებებით: როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია, რა არის ახალი ამბავი, რა არის სატელევიზიო რეპორტაჟი, ვიდეოკადრების შერჩევა, მონტაჟის ძირითადი ასპექტები, სტუდენტები გაერკვევიან, როგორ უნდა მოძებნონ კომპეტენტური წყაროები რეპორტაჟის მომზადებისას, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება. კრსის კულმინაციაა სტუდეტების მიერ შექმნილი ნაშრომის გამოქვყნება (სატელევიზიო სიუჟეტი და რადიო გამოშვება).
JMMB 4130 საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი - კურსის მიზანია სტუდენტები მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალპროფილიანი კუთხით. შტუდენტები გაეცნობიან ამ პროფესიის ფართო შესაძლებლობებს, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩინება და გამოყენება. პროგრამა აგებულია რთულ და კომპლექსურ დავალებებზე.
JMMB 4140 ინფორმაციის მოპოვების და გაშუქების ტექნიკა - კურსი მოიცავს ჟურნალისტიკის ძირითად საკითხებს: რა არის ახალი ამბავი; ახალი ამბის ტიპები; კორესპონდენტის როლი; სად მოვიძიოთ წყარო; წყაროებისა და ფაქტების გამიჯვნა; შეხვედრების, პრესკონფერენციების და მოვლენების გაშუქებ; პრეს რელიზების და განცხადებების გამოყენება; ინტერვიუს წარმოების ტექნიკა. შტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ შევადგინოთ და დავწეროთ სტატია, ასევე შეისწავლიან მოვლენების გაშუქების ტექნიკას. კურსის მსვლელობისას სტუდენტები გააშუქებენ სხვადასხვა ტიპის მიმდინარე მოვლენებს.
INFO 4115 საგამომცემლო ინფორმაციული ტექნოლოგიები - სტუდენტები შეისწავლიან დიზაინის წარმოების პრინციპებს; როგორ დავაკაბადონოთ გვერდები და დავწეროთ სათაურები; ილუსტრაციების, ინფორმაციული გრაფიკების და ფოტოების გამოყენება; კომპიუტერული პროგრამების გამოყენება და პუბლიკაციების დასაბეჭდათ მოსამზადებელი ეტაპები. შტუდენტები პრაქტიკულად შექმნიან პროდუქტს, როგორც ბეჭვდით, ასევე ელექტრონულს და უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობაში.
JMMB 4210 სტატიის მომზადების ტექნიკა - კურსი შეასწავლის ანალიზის, კომენტარის, სვეტის წერის და სარედაქციო გვერდის წარმოების უნარ_ჩვევებს. შტუდენტები საერთაშორისო გაზეთების მაგალითებზე შეისწავლიან და განიხილავენ საუკეთესო სტატიებს. კურსი ასევე შეასწავლის სტატიის მომზადების პროფესიულ სტანდარტებს, რედაქტირების პრინციპებს და სტატიის თემატიკის სწორი შერჩევის უნარებს.
JMMB 4220 ფოტოჟურნალისტიკა - კურსის განმავლობაში შეისწავლება ფოტოჟურნალისტიკის დარგში ახალი მიმართულებები. შტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განისაზღვროს წინასწარ გადასაღებად საინტერესო მოვლენები, როგორ გადაიღონ ისეთი ფოტოები, რომლებიც მიიქცევს მკითხველის ყურადღებას, როგორ განავითარონ ფოტოგრაფიის კულტურა რედაქციის თანამშრომლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შორის. აღნიშნული კურსის ფარგლებში მომავალი ჟურნალისტები შეისწავლიან, თუ როგორია გაზეთებისა და ჟურნალების დიზაინის ფსიქოლოგია და შეისწავლიან თუ როგორ შეარჩიონ ისეთი ფოტოები, რომლებიც მკითხველს გაუჩენს სურვილს, მეტი გაიგონ ნანახი გამოსახულების შესახებ. სტუდენტები ასევე ისწავლიან, თუ როგორ აქციონ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ფოტო არქივი კომერციულად მომგებიან რესურსად.
მსოფლიო ისტორია I –ლ. გორდეზიანი
მსოფლიო ისტორია II – ც. ჩიკვაიძე
აკადემიური წერა –მ. მაფარიშვილი
მათემატიკა I-ელემენტარული –მ. ურიდია
საქართველოს ისტორია I –მ. სანაძე
საქართველოს ისტორია II –თ. ბერაძე
მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შესავალი –ნ. ჭიჭინაძე
შესავალი კულტურულ ანთროპოლოგიაში – თ. ღუდუშაური
ფილოსოფიის საფუძვლები –მ. დოლიძე
ეკონომიკსი –კ. აბულაძე
საოფისე კომპიუტერული პროგრამები – ს. ცირამუა
ფსიქოლოგიის საფუძვლები –ე. სოლოღაშვილი
სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის შესავალი –გ. ლობჟანიძე