სკოლის სიახლენი 
 
გაეროს მოდელირება 
2008 წლის მარტში, საქართველოში ჩატარდა პირველი მასშტაბური გაეროს მოდელირება, გაეროს ასოციაციის დაფინანსებით, რომელმაც საქართველოს ყველა წამყვანი უნივერსიტეტი მოიცვა. საქართველოს უნივესიტეტში გაეროს მოდელირების ადგილობრივი ეტაპი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტმა ნინო ხელაიამ განახორციელა, რომელიც ამავდროულად ამ პროექტის მონაწილეც იყო.
გაეროს მოდელირებამ საქართველოს უნივერსიტეტში ფართო რეზონანსი ჰპოვა, მასში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა სკოლის წარმომადგენელმა.. მიმდინარეობდა მოსამზადებელი ტრეინინგები, რომლებიც სტუდენტებს მოდელირების სისტემას და სტრუქტურას აცნობდა.
მოდელირების თემა იყო გაეროს ათასწლეულის განვითარების პროგრამის  მეოთხე მიზანი: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; სულ წარმოდგენილი იყო 20 ქვეყანა, რომელთაც პოზიციის განაცხადში უნდა დაეფიქსირებინათ თავიანთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ კუთხით და მისი გადაჭრის საყოველთაო გზები. ქვეყნების საბოლოო მიზანი კი რეზოლუციის მიღება იყო. საბოლოო რეზოლუციას მხარი 16 ქვეყანამ დაუჭირა. მოდელირების მიმდინარეობას თვალს ადევნებდა გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭეხანი და მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი დავიტ  ბერიშვილი. ჟიურიმ სამი გამრჯვებული შეარჩია ცენტრალური უნივერსიტეტთაშორის მოდელირებისთვის. გამარჯვებულთა შორის იყვნენ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ორი სტუდენტი: ნინო ხელაია და სალომე ალანია და ბიზნესის სკოლის სტუდენტი, ანა ხარიბეგაშვილი.
ცენტრალური მოდელირების წინამოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობდა წყნეთში, გაეროს სკოლაში, სადაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტეტების 30 სტუდენტი სამი დღის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. ცენტრალური მოდელირება პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა.
გაეროს მოდელირებამ დადბითი ზეგავლენა მოახდინა სტუდენტების პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებაში, ასევე ხელი შეუწყო სხვადასხვა უნივესიტეტების დაახლოებას. აღნიშნული მოდელირება იყო გაეროს პირველი მოდელირება, რომელმაც საქართელოს ყველა რეგიონი მოიცვა.

 ახალი სემესტრის დაწყებისთანავე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში განახლდა საინტერესო სტუმრების მოწვევის ტრადიცია.
დღეს, 30 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე. მოწვეულმა სტუმარმა მოკლედ მიმოიხილა სამინისტროს სტრუქტურა და სხვადასხვა დეპარტამენტის ფუნქციებზე საუბრისას შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, კონფლიქტების მოგვარების შედეგზე ორიენტირებული გზების არჩევის აუცილებლობა, საქართველოს როლი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში, მისი როგორც სუამის წევრი ქვეყნის ურთიერთობა მეზობელ აზებაიჯანთან და სომხეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა.
თემების აქტუალური ხასიათიდან გამომდინარე დაისვა უამრავი შეკითხვა, რომლებიც ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩრდილოელი მეზობლის როლს შეეხებოდა.
 
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 14-18 მაისს საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მაგისტრანტები, ხატია წილოსანი, ბაქარ მაკარიძე,, ელენე ბობოხიძე, ირინა შალუტაშვილი, და მარიამ გაბისონია პოლიტოლოგ სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაცია – “IAPSS – Georgia” ეგიდით იმყოფებოდნენ ამსტერდამში, ნიდერლანდები.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ბატონ რობერტ კრისტიანსენთან, თემაზე “საქართველოს ეკონომიკა დღეს.”

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მოხარულია გაცნობოთ რომ სახელმწიფო პოლიტიკისა და ადინისტრირების პროგრამის სტუდენტი, ნინო კაკუბავა, ჩაირიცხა ედინბურგის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) სადაც იგი ერთი წლის მანძილზე ისწავლის ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით პოლიტიკური კვლევები.
ვუსურვოთ ნინოს  წარმატებები მისი აკადემიური საქმიანობის  ახალ ეტაპზე და მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
 

 
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ულოცავს ამავე სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტუდენტს, ნელიკო რუხაძეს მაჩერატას უნივერსიტეტის (იტალია) პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხვას. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში იგი  შეისწავლის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ინსტიტუციონალურ და კომერციულ ურთიერთობებს. ვუსურვოთ მას წარმატებები აკადემიური საქმიანობის ახალ ეტაპზე და მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას უნივერსიტეტში.



Logo: DAAD - Deutscher Akademischer Austauschdienst / German Academic Exchange Service

ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს  17:00 საათზე
 
საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ინიციატივით საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  (DAAD) წარმომადგენლებთან:  გებჰარდ რაულთან და ტანია გრისჰამერთან.

თემა: სტიპენდიები და სტუდენტური გაცვლითი პროგრამები საქართველოსთვის 2007/2008
 
შეხვედრა გაიმართება: N 407 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია