რუბრიკა

საერთაშორისო პროგრამები, კონფერენციები და კონტაქტები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

სემინარები

კურსდამთავრებულები და სერთიფიცირებული მსმენელები

 

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ქართული ონკოლოგიის სამსახურში

 
    2006 წლის 9-11 ოქტომერს თბილისში ქორთიარდ მერიოტში შედგა ქართული ონკოლოგიური სამსახურის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია და სამიტი, რომელშიც მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, სასომხეთისა და საქართველოს წამყვანი მეცნიერები ონკოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები.
სსმუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის თ. ლობჟანიძისა და ამავე სკოლის მაგისტრანტების მიერ შესრულებულ და წარდგენილ იქნა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე “კიბოს კონტროლის ადვოკატობა საქართველოში”.

სოციოლოგიური გამოკითხვა და კვლევები ჩატრდა ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრსა და თბილისის ონკოდისპანსერში. ნაშრომმა აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია და შედგა დისკუსია თემეტიკისა და ტერმინოლოგიის გარშემო. მეცნიერების მიერ ყურადღება გამახვილდა პრობლემის ხედვის ორიგინალურ კუთხეზე, კვლევის შედეგების, რეკომენდაციების  შემდგომში გათვბალისწინების მიზანშეწონილობაზე.

სსმ უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (თ.ლობჟანიძე) არჩეულ იქნა კავკასიის კიბოს კონტროლის ქსელის შექმნის ინიციატივის ჯგუფში და კავკასიის სამიტის აღმასრულებელ კომიტეტში, რომლის მიზნები და ამოცანები ფრიად ამბიციურია და ვრცელდება კავკასიის მთელ რეგიონზე.