სკოლის ფორუმი

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ფორუმი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და ტრადიიცისამებრ იწვევს უნივერსიტეტში გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეებს, ექსპერტებს, პრესისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის განსახილველად.  სწორედ ამ ფორმატში შედგა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტების პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ. კოტე გაბაშვილთან. მოწვეულმა სტუმარმა საინტერესოდ მომოიხილა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ამ მეტად რთულ და ეკლიან გზაზე არსებული დაბრკოლებები და მათი დაძლევის გზები. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს და სურვილი გამოთქვა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან.  

ჯეინ ქარი და “ვარდების რევოლუცია”

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფორუმმა სტუმრად მოიწვია სანტა-კლარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ქალბატონი ჯეინ ქარი. მან ისაუბრა პოსტკომუნისტურ ცვლილებებზე, კერძოდ პოსტ-კომუნისტურ პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაზე.  

ქალბატონი ჯეინ ქარი სანტა-კლარას უნივერსიტეტში შედარებით პოლიტიკის კურსს კითხულობს, რომელიც უშუალოდ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს ეხება. მისი ავტორობით რამდენიმე წიგნი გამოიცა, რომლის შექმნაშიც პოლონელი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ: “პროფესიონალიზმი და პოლიტიკა” (კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა), “შავი წიგნი პოლიტიკური ცენზურისა”, “უთანხმოება აღმოსავლეთ ევროპაში”, “პრესის კონტროლი მსოფლიოს გარშემო” და “პოლონეთის პერმანენტული რევოლუცია”. იგი ასევე ხშირად მონაწილეობს "MacNeil-Lehrer News Hour”-ში.
ჯეინ ქერის გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, “გარდაქმნების” შემდეგ ხელისუფლებაში ყოფილი კომუნისტების მოსვლის მიზეზებზე; “გარდაქმნების” დროს ჟურნალისტების როლზე და მიღებულ გამოცდილებაზე; პოლიტიკურ გაკვეთილზე, ერთი კრიზისიდან მეორემდე – ომის შემდგომ პოლონეთში; “გარდაქმნების” პერიოდით გამოწვეულ ცვლილებებზე და მათ ზეგავლენაზე ინდივიდუალურ პოლიტიკურ ქცევებზე. აღნიშნულ ნაშრომებზე დაყრდნობით, რომელიც წინ უძღოდა მის მიერ “Fulbright Distinguished Chair” –ის თანამდებობის მოპოვებას, მან დაწერა კომუნისტური წარსულის ზეგავლენაზე და ცვლილებათა გამოცდილებაზე, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნების თანამედროვე პოლიტიკაში. Mმას ასევე გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამხრეთ აფრიკასა და სალვადორზე.
მან “Fulbright Distinguished Chair” –ის ეგიდით ასწავლა და იმუშავა ახალგაზრდა მეცნიერებთან და აქტივისტებთან, მთელი პოსტ-საბჭოური ბლოკიდან, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ პოლონეთში, აღნიშნული საკითხების,  დემოკრატიული პროცესების და მათი ჩავარდნების შესასწავლად. იგი ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოში “ვარდების რევოლუციის” ანალიზში. აღნიშნული საკითხის გამოკვლევაში მონაწილეობენ, როგორც რევოლუციის მონაწილეები, ასევე თბილისის მოქალაქეები.
ქალბატონი ქერი გეგმავს მის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით წიგნის გამოცემას: “მშვიდობიანი ცვლილებების მოხდენა: ხალხთა ძალაუფლება – სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში”.