|
სემესტრული (მიმდინარე) გამოცდები
გამოცდის მიზანი
გამოცდა წარმოადგენს სტუდენტის ცოდნის შეფასების ინსტრუმენტს.
გამოცდამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა შესაბამისი კურსი.
გამოცდის სახეები
ცალკეული კურსების გამოცდების ფორმას, მოცულობას და ხანგრძლივობას ადგენს კურსის ხელმძღვანელი (პედაგოგი) პროგრამის ხელმძღვანელთან და სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.
უნივერსიტეტში ტარდება ორი სახის გამოცდა:
- წერითი
- შერეული – ზეპირი და წერითი ერთდროულად.
წერითი გამოცდა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:
- ტესტური
- თემის (ესეს) წერა
შერეული გამოცდა
წერით ტესტს, თემას, თუ ზეპირი გამოკითხვისათვის საჭირო საგამოცდო ბილეთებს ამზადებს კურსის ხელმძღვანელი, კურსის განმავლობაში გავლილ მასალაზე დაყრდნობით.
გამოცდის ზეპირი გამოკითხვის ნაწილს სასურველია იბარებდეს ორი პედაგოგი.
კურსის დაწყებისთანავე სტუდენტი უნდა ფლობდეს “სილაბუსს”, რომელშიც მითითებულია გამოცდაზე დაშვების წინაპირობები, თუ როდის და რა სახით (წერითი, თუ შერეული) ჩატარდება შუალედური და დამამთავრებელი გამოცდები.
როგორც შუალედური, ისე ფინალური გამოცდები ტარდება მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში, გამოცდისათვის შესაბამის აუდიტორიაში.
შეფასება
შეფასება მიმდინარეობს ქულათა სისტემით. მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას / 100%.
სტუდენტის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, არა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ დამამთავრებელ გამოცდაზე მიღწეული წარმატება, არამედ მთელი კურსის დროს ნაჩვენები შედეგები.
საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია:
- ბაკალავრებისათვის: 60 ქულა;
- მაგისტრანტებისათვის: 70 ქულა.
სუ -ში სტუდენტის შეფასებისათვის გამოიყენება ერთიანი საუნივერსიტეტო მოდელი. კურსის შეფასების განსხვავებული მოდელის არსებობის შემთხვევაში, ის შეთანხმებული უნდა იყოს, როგორც სკოლის დირექტორთან, ასევე სუ-ს კანცლერთან.
სუ-სშეფასების მოდელი მაგისტრანტებისათვის:
1. სალექციო გამოკითხვა-წერითი ჩათვლა (ქვიზები) 25 ქულა / 25%
2. შუალედური გამოცდა (ზეპირი, ან წერითი) 25 ქულა / 25%
3. წერითი/ზეპირი რეფერატი, პრეზენტაცია, ან სხვა,
კურსის ხელმძღვანელის მიერ წინასწარ დადგენილი
პროფესიული აქტივობა 15 ქულა / 15%
4. დამამთავრებელი (ფინალური) გამოცდა 35 ქულა / 35%
|
GPA კოეფიციენტი |
შეფასება |
ქულა |
|
4,0 |
A+ |
97%-100% |
|
3,75 |
A |
|
|
3,5 |
A- |
90%-93% |
| 3,25 |
B+ |
87%-89% |
| 3.0 |
B |
84%-86% |
| 2.75 |
B- |
80%-83% |
| 2.5 |
C+ |
77%-79% |
| 2,25 |
C |
74%-76% |
| 2,0 |
C- |
70%-73% |
| |
D |
66%-69% |
| |
D- |
60%-65% |
| |
E |
51%-59% |
| |
F |
<51% |
A+, A, A- = ფრიადი
B+ , B, B- = კარგი
C+, C, C- = დამაკმაყოფილებელი
D, E, F = არადამაკმაყოფილებელი
“D”, “E” და “F” შეფასების მიღების შემთხვევაში:
- სტუდენტი-მაგისტრანტი ხელახლა იღებს საგანს.
- თუ “D”, “E” და “F” შეფასება, ლექტორის აზრით, გამოწვეულია სტუდენტის მიერ ინგლისური ენის არასათანადო ცოდნით, ასეთი სტუდენტი დროებით გამოეთიშება სამაგისტრო სასწავლო პროგრამას და ერთი სემეტრით გადავა ინგლისური ენის გასაძლიერებელ ჯგუფში.
- სტუდენტი იხდის ენის კურსის იმ გადასახადს, რომელიც დადგენილია ენების სკოლაში, მსგავსი შემთხვევებისათვის. ერთი სემესტრის გავლისა და ინგლისურ ენაში ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი-მაგისტრანტი უბრუნდება სასწავლო პროგრამას.
ბაკალავრებისათვის:
1. სალექციო გამოკითხვა – წერითი ჩათვლა (ქვიზები) 20 ქულა / 20%
2. შუალედური გამოცდა 25 ქულა / 25%
3. შუალედური გამოცდა 25 ქულა / 25%
4. დამამთავრებელი გამოცდა 30 ქულა / 30%
|
GPA კოეფიციენტი |
შეფასება |
ქულა |
|
4,0 |
A+ |
97%-100% |
|
3,75 |
A |
|
|
3,5 |
A- |
90%-93% |
| 3,25 |
B+ |
87%-89% |
| 3.0 |
B |
84%-86% |
| 2.75 |
B- |
80%-83% |
| 2.5 |
C+ |
77%-79% |
| 2,25 |
C |
74%-76% |
| 2,0 |
C- |
70%-73% |
| 1.5 |
D |
66%-69% |
| 1 |
D- |
60%-65% |
| |
E |
51%-59% |
| |
F |
<51% |
A+, A, A- = ფრიადი
B+ , B, B- = კარგი
C+, C, C- = დამაკმაყოფილებელი
D, D- = პირობითად დამაკმაყოფილებელი
E = არადამაკმაყოფილებელი
F = ცუდი
“ D” შეფასება, ანუ პირობითად დამაკმაყოფილებელი ნიშნავს, რომ სტუდენტს გამოცდები ჩაბარებულად ეთვლება:
- თუ მის მიერ სემესტრში, ან წელიწადში, საგნებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული არ არის ნაკლები 70-ზე. (მაგ.: სემესტრში 5 და წელიწადში 10 საგნის ქულების ჯამი – 350 : 5 / 700 : 10 = 70)
- თუ საშუალო არითმეტიკული ნაკლებია 70-ზე (GPA კოეფიციენტის მიხედვით 2-ზე) სტუდენტს საერთო მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად ეძლევა უფლება ხელახლა აიღოს ის საგანი, ან საგნები, რომლებშიც მიღებული აქვს შეფასება “D”.
კურსი დახურულად ითვლება, თუ სტუდენტს სასწავლო წლის ბოლოს მიღებული აქვს საშუალო არითმეტიკული - 70% (GPA საშუალო კოეფიციენტი -2)
თუ სტუდენტი ორი წლის განმავლობაში ვერ აგროვებს 70%, ის გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
“ E” = არადამაკმაყოფილებელი.
- საგანში “E” შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტი-ბაკალავრი ხელახლა იღებს საგანს.
- საგანში “F” შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტი ხელახლა იღებს საგანს, მაგრამ, თუ მას წელიწადში
‘F” შეფასება ექნება მინიმუმ სამ საგანში, ის გაირიცხება უნივერსიტეტიდან.
აკადემიური მოუსწრებლობის შედეგად გარიცხული სტუდენტი უნივერსიტეტში აღდგენას არ ექვემდებარება.
თუ სტუდენტმა დარჩენილი საგნის ხელმეორედ აღება გადაწყვიტა რამდენიმე (2, 3) წლის შემდეგ, ის საგნის ღირებულებას იხდის იმ საფასურით, რაც არის დადგენილი საგნის ხელმეორედ აღების პერიოდისათვის. საბაკალავრო (სამაგისტრო) პროგრამის კონტრაქტის დასრულებამდე სტუდენტისათვის სწავლის საფასური არ გაიზრდება, მაგრამ საგნის ხელმეორედ აღების აუცილებლობის შემთხვევაში საფასურის გადახდა მოხდება ახალი ფასით.
გამომცდელი:
გამომცდელი არის კურსის ხელმძღვანელი (წამყვანი მასწავლებელი). გამოცდაზე დასწრების უფლება აქვს პროგრამის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს (სკოლის დირექტორს, კანცლერს).
სტუდენტური თვითმმართველობის წევრს, გამოცდაზე დასწრების უფლება აქვს გამომცდელთან წინასწარი (მინიმუმ 24 საათით ადრე) შეთანხმების საფუძველზე.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანცლერის ან სკოლის დირექტორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე, გამოცდაზე დასწრების უფლება შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სტუდენტის გამოცდაზე დაშვების წინაპირობები:
კურსზე რეგულარული დასწრება – არა უმეტეს 5 გაცდენილი ლექციისა თითოეულ საგანში (15 საათი). თუ სტუდენტს აღნიშნულზე მეტი გაცდენა აქვს, მაშინ ის არ დაიშვება გამოცდაზე და ხელმეორედ იღებს საგანს. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური შემთხვევები.
რეფერატის დაწერა/წაკითხვა, ნაშრომის მომზადება/პრეზენტაცია და სხვა.
თუ სტუდენტს არა აქვს ჩაბარებული რეფერატი, ან კურსის ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალება, ის არ დაიშვება გამოცდაზე.
სუ-ის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების პირობების დაცვა.
გამოცდაზე არგამოცხადება/განმეორებითი გამოცდა
სუ-ში სტუდენტ-ბაკალავრებს, რომლებიც ფინალურ გამოცდაში მიიღებენ შეფასებას -“D”, რიგ შემთხვევაში აქვთ განმეორებითი გამოცდის ჩაბარების უფლება.
განმეორებითი გამოცდა მათ ჩაუტარდებათ ძირითადი გამოცდიდან ერთი კვირის შემდეგ.
არასაპატიო მიზეზით გამოცდის (როგორც ფინალური, ისე შუალედური) გაცდენის შემთხვევაში სტუდენტს გამოცდა ჩაუბარებლად ეთვლება და ის განმეორებით გამოცდაზე არ დაიშვება.
საპატიო მიზეზის არსებობის (მაგ.: ავადმყოფობა) შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად, სტუდენტმა უნდა დაუსაბუთოს სუ-ის სკოლის დირექტორს გაცდენის მიზეზი.
განმეორებით შუალედურ გამოცდაზე საპატიო მიზეზის მქონე სტუდენტი დაიშვება ლექტორისა და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც ის გადაიხდის განმეორებითი გამოცდისათვის დადგენილ გადასახადს - 50 ლარს.
განმეორებით ფინალურ გამოცდაზე საპატიო მიზეზის მქონე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ სკოლის დირექტორისა და კანცლერის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ რაც ის გადაიხდის განმეორებითი ფინალური გამოცდისათვის დადგენილ გადასახადს - 70 ლარს.
პროცედურა:
შუალედური გამოცდის გაცდენისას, სტუდენტი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე; ფინალური გამოცდის გაცდენისას – კანცლერის სახელზე;
პირველ შემთხვევაში სკოლის დირექტორი, ლექტორთან შეთანხმებით, განიხილავს სტუდენტის თხოვნას.
მეორე შემთხვევაში კანცლერი, სკოლის დირექტორთან და ლექტორთან შეთანხმებით, განიხილავს სტუდენტის განცხადებას. სტუდენტის მიერ გამოცდის გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, განცხადებას დაადებენ (დირექტორი, კანცლერი) სპეციალურ რეზოლუციას.
პროგრამის მენეჯერი სტუდენტს აცნობებს, რომ მან უნდა გადაიხადოს გამოცდის აღდგენისათვის დადგენილი გადასახადი. ამის შემდეგ განცხადება დირექტორის ან კანცლერის რეზოლუციით შედის საფინანსო განყოფილებაში. საფინანსო განყოფილება, აფიქსირებს სტუდენტის მიერ თანხის გადახდის ფაქტს, განცხადებას საკუთარი რეზოლუციით გადასცემს პროგრამის მენეჯერს. ამის საფუძველზე, პროგრამის მენეჯერი გამოწერს ახალ უწყისს, რომელიც წარედგინება ლექტორს.
ლექტორს არ შეუძლია დანიშნოს გამოცდა სტუდენტის მიერ აღნიშნული პროცედურის გავლის გარეშე და სტუდენტის მიერ მისთვის ახალი უწყისის წარდგენის გარეშე!
განმეორებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ ერთხელ.
განმეორებით გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში:
სტუდენტი ხელახლა იღებს საგანს და იხდის ამ საგნის სწავლების საფასურს ახალი ფასით.
(ერთი საგნის სწავლების საფასური გამოითვლება მიმდინარე სასწავლო წლის საფასურის და არა კონტრაქტში აღნიშნულ საფასურზე დაყრდნობით).
რეკომენდაცია: თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ხელმეორედ ასაღებ საგანში გაზრდილი გადასახადის გადახდა, ნუ გადადებთ საგნის ხელმეორედ აღებას ხანგრძლივი დროით. რაც უფრო მეტი დრო გავა (2-3 წელი), მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ გაიზრდება პროგრამის ღირებულება და, შესაბამისად, საგნის საფასურიც.
გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა, შედეგების გაყალბება
გამოცდის ნორმალური მიმდინარეობისათვის ხელის შეშლის ან გაყალბების მცდელობის შემთხვევაში, სტუდენტს გამოცდა ჩაუბარებლად ეთვლება.
პროტესტი
გამოცდის შედეგებით/მიმდინარეობით უკმაყოფილების, ან მასთან დაკავშირებული სხვა პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია მიმართოს სკოლის დირექტორს, გამოცდის კომისიისთვის ჩაბარების თხოვნით.
ერთი კვირის განმავლობაში საგნის ლექტორი და სკოლის დირექტორი ათანხმებენ საკითხს კანცლერთან. კანცლერი იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის საჩივარის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი
გამოცდის ჩაბარების შემდეგ კურსის ხელმძღვანელი ავსებს შესაბამის საბუთს (უწყისს) და ნიშანს ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
საბაკალავრო, თუ სამაგისტრო სწავლება დასრულებულად ითვლება, თუ სტუდენტი წარმატებით დაიცავს საბაკალავრო , ან სამაგისტრო ნაშრომს.
გამოცდების შედეგების გამოქვეყნება
ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ, დგინდება სტუდენტების რეიტინგი და მიღებული შედეგები გამოქვეყნდება (განთავსდება ვებ-გვერდზე, განთავსდება III სართულის დერეფანში, სპეციალურ დაფაზე). შედეგების გამოქვეყნებისას დაიწერება სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი და არა მისი გვარი.
- პირველი ხუთი უძლიერესი სტუდენტი სარგებლობს უპირატესობით სტაჟირებების, დასაქმების, თუ სხვა მიმართულებით.
- პირველი ოთხი უძლიერესი სტუდენტი ჯილდოვდება ფულადი პრემიით.
|