დირექტორის ოფისი
მოგესალმებით ყველას, ვინც ისურვეთ და მობრძანდით სკოლის საინფრომაციო გვერდზე
მრავალ ქვეყანაში უნივერსიტეტებთან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლები. ისინი მიმართულნი არიან მსურველთათვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სპეციალიზირებული განათლების მიღებისა და მიწოდებისათვის
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ერთ-ერთი უდიდესი სექტორი, შეიქმნა ჯანმრთელობის გაუმჯობესების კონცეფციების თანამედროვე გააზრების საფუძველზე. იგი ჯანდაცვის რეფორმის (მ.შ. პოსტსაბჭოურ სივრცეში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს და მისი მდგრადი განვითარება დღევანდელი დღის აღმასრულებელი და საგანმანათლებლო სტრუქტურების უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეადგენს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი, სამედიცინო - სოციალურ ბაზარზე მასზე არსებული მზარდი მოთხოვნა, განაპირობებს ადეკვატურ, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების ფორმირების გადაუდებელ აუცილებლობას, რის უზრუნველყოფისთვისაც შეიქმნა აღნიშნული საუნივერსიტეტო სკოლა
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს მასწავლებლებსა და ხელმძღვანელებს, სკოლის პროფესურას, უნივერსიტეტის რექტორატსა და სამეურვეო საბჭოს, რომლებმაც გაერთიანებული ძალებით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით საშუალება მისცეს ჩვენს ქვეყანას, მის მოსახლეობას ჰქონოდა ეროვნული ძალებითა და სულით შექმნილი პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
მობრძანდით, გაეცანით სამაგისტრო პროგრამებს, სხვა სერვისებს და გააკეთეთ არჩევანი
გისურვებთ წარმატებებს
თამარ ლობჟანიძე |