| მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MS Access |
 |
კურსის ხანგრძლივობა ლექტორი – სერგო ცირამუა
კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა,
კვირაში 4 საათი,
სულ 32 სთ
კურსის აღწერა
კურსის მიზანია მსმენელებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე შეასწავლოს მონაცემთა ბაზების შექმნის ტექნოლოგია, შემადგენელი კომპონენტების დანიშნულება, სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ცხრილებისა და მათი რელაციური კავშირების შექმნა, მოთხოვნების ორგანიზება, შესავსები და ამოსაბეჭდი ფორმების მომზადება, ცხრილების შევსება, ჩანაწერების სორტირება, ფილტრაცია, ჩანაწერის სწრაფად მოძიება და სხვა.
რას შევძლებთ კურსის გავლის შემდეგ ?
კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს დიდი ინფორმაციის კომპიუტერში შეტანისა და დამუშავების პროგრამის შექმნას: ცხრილების სტრუქტურის განსაზღვრას, ცხრილების ერთმანეთთან დაკავშირებას, ცხრილების შესავსები და ამოსაბეჭდი ფორმების მომზადებას, მოთხოვნების ორგანიზებას და სხვა.
კურსის გავლის შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სსმუ-ს სერთიფიკატი.