English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












  ინტერნეტი და საოფისე კომპიუტერული პროგრამები დამწყებთათვის

კურსის ხანგრძლივობა ლექტორი - სერგო ცირამუა
კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა;
კვირაში 4 საათი,
სულ 32 საათი;

კურსის აღწერა

კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები, რათა მათ შეძლონ მათ წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა კომპიუტერის გამოყენებით. კერძოდ, აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებმა უნდა შეძლონ:
კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან Microsoft Windows-თან თავისუფლად მუშაობა, ლოკალურ ქსელში ორიენტირება;

ინტერნეტში ნავიგაცია და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიება პრგრამა Internet Explorer-ის გამოყენებით, მისი გადმოწერა და დამუშავება სხვა საოფისე პროგრამების გამოყენებით;

ელექტრონული ფოსტის მისამართის დარეგისტრირება და ელ-ფოსტით სარგებლობა;

ტექსტური დოკუმენტების პროფესიონალურად მომზადება ტექსტური რედაქტორის MS Word-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით;

ცხრილების მომზადება, ფუნქციების გამოთვლა და გრაფიკების აგება ცხრილური რედაქტორის MS Excel–ის გამოყენებით;

სხვადასხვა თემატიკის პრეზენტაციების მომზადება საპრეზენტაციო პროგრამის MS PowerPoint-ის გამოყენებით.
რას მივიღებთ შედეგად?
აღნიშნული კურსის შესწავლა წარმოებს კონკრეტული მაგალითებისა და ტიპიური ამოცანების საფუძველზე, რაც აადვილებს მასალის სწრაფად ათვისებას და დამახსოვრებას.
გარდა აღნიშნულისა, მსმენელები შეისწავლიან კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას, კომპიუტერის შემადგენელ მოწყობილობებს, კომპიუტერში ინფორმაციის შეტანის, შენახვის, დამუშავებისა და გამოტანის (გადაცემის) თავისებურებებს და სხვა.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს გამოუმუშავდებათ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები და “კომპიუტერული ალღო”, რაც მათ საშუალებას მისცემს მომავალში სწრაფად და ადვილად აითვისონ მათთვის საჭირო სხვა გამოყენებითი პროგრამები.
კურსის გავლის შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სსმუ- სერთიფიკატი. სსმუს სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით