დირექტორისგან
 
მოგესალმებით ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის ვებ-გვერდზე და მადლობას გიხდით ჩვენი სკოლისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის.
თანამედროვე პირობებში სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული საქმიანობა, საზოგადოებრივ და ტექნიკურ მეცნიერებათა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ამოცანების გადაწყვეტა, ადამიანური რესურსების განვითარება და მართვა წარმოუდგენელია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების დონე განაპირობებს ელექტრონული საზოგადოების ტექნოლოგიების, კერძოდ, ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული განათლების, ელექტრონული მედიცინის, ელექტრონული კომერციის შექმნას და განვითარებას. სწორედ ამიტომ საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლა (ისტს), რომლის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ისევე როგორც საქართველოში, შეიძლება ითქვას რომ მთელს მსოფლიოში ძალზედ დიდია მოთხოვნილება კომპიუტერული დაპროგრამების, მონაცემთა ბაზების მართვისა და ადმინისტრირების, გეოინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების, ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტებზე. სწორედ ასეთი სპეციალისტების მომზადებას ისახავს მიზნად ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული ტექნოლოგიები და სამაგისტრო პროგრამა ,,ინფორმაციული ტექნოლოგიები სპეციალიზაციებზე სისტემური და ქსელური ადმინისტრირება (MCSA)დაJava-დაპროგრამება”.

ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის პროფესორთა უმრავლესობას გააჩნია დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, გამოქვეყნებული აქვთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და სახელმძღვანელო, მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში. გარდა იმისა, რომ ისინი საფუვლიანად ასწავლიან თავიანთ საგნებს, შეუძლიათ სტუდენტებს გაუწიონ ხელმძღვანელობა სამეცნიერო კვლევების წარმოებისას, საკურსო, სადიპლომო თუ სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისას.

ისტს-ს გააჩნია კომპიუტერული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, მუდმივად არის ჩართული ინტერნეტში და ყველა პირობას უქმნის ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტებს დაეუფლონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, მოამზადონ პრეზენტაციები და სხვა. სწორედ ამიტომ, საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტი წარმოადგენს ზოგადსაუნივერსიტეტო საგანს და ისწავლება I კურსის I სემესტრში ბაკალავრიატის ყველა სპეციალობაზე, ხოლო მაგისტრატებისთვის ეს საგანი შეტანილია მისაღებ ტესტებში. გარდა ამისა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა ფაკულტეტებზე ისწავლება ინფორმაციული სისტემები კონკრეტული სპეციალობებისათვის. მაგალითათ, განათლებისა და კულტურის მენეჯერთათვის _ განათლებისა და კულტურის საინფორმაციო სისტემები, მომავალი ჟურნალისტებისათვის  საგამომცემლო კომპიუტერული სისტემები, ეკონომიკისა და მარვის სპეციალობის სტუდენტებისათვის  საბუღალტრო კომპიუტერული სისტემები, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა. ისტს-ის კომპიუტერულ ცენტრში ფუნქციონირებენ მოკლევადიანი სერთიფიცირებული კომპიუტერული კურსებიც, რომლებზეც ფართო საზოგადოების წარმომადგენლები წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა დანიშნულების კომპიუტერულ პაკეტ-პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

ინფორმაციულ და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლას გააჩნია მჭიდრო კონტაქტები საქართველოს და საზღვარგარეთის IT-კომპანიებთან. ტარდება ამ კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრები სტუდენტებთან, დასახულია აღნიშნულ კომპანიებში სტუდენტების პრაქტიკებისა და სტაჟირების გავლის გეგმები. გარდა ამისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად გადიან საზაფხულო პრაქტიკას აწყურის არქეოლოგიურ გათხრებზე. პირველად საქართველოში მათ შექმნეს არქეოლოგიური ძექლების მონაცემთა ბაზა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის კურსდამთავრებული იქნება გამორჩეულად კონკურენტუნარიანი დაიკავოს საკონკურსო თანამდებობები როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებში ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ კი კომპიუტერული დაპროგრამების, კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების, ვებ-დაპროგრამებისა და ვებ-დიზაინის, გეოინფორმაციული ტექნოლოგიების (G.I.S), აგრეთვე ეკონომიკისა და მართვის ამოცანების ინფორმატიზაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, მას ექნება ფართო აკადემიური შესაძლებლობები სწავლა გააგრძელოს ევროპის, აშშ-სა და კანადის, ასევე სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების დოქტორატურაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) პროგრამებზე.

ჩვენ სისტემატურად მოვახდენთ ისტს-ის ვებ-გვერდის განახლებას ჩვენივე სტუდენტების აქტიური მონაწილეობით. ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეების, ვაკანსიების, დაგეგმილი თუ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესოს გახდის ვებ-გვერდს და გაგიჩენთ სურვილს ხშირად ესტუმროთ მას.
გისურვებთ წარმატებას!
 
სკოლის დირექტორი სერგო ცირამუა