დირექტორისაგან

მოგესალმებით!
საქართველოს უნივერსიტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს და მათ, ვინც ჩვენთან ჩაბარებას და სწავლას აპირებთ.
     ჩვენი სკოლა გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას დაეუფლოთ თქვენს მიერ არჩეულ პროფესიას, გაიღრმავოთ ცოდნა და თქვენი სიტყვა თქვათ ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დარგში. ამისთვის აქ შექმნილია ყოველგვარი ხელშემწყობი პირობა:
  •  ნათელი, თბილი, კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
  •  ბიბლიოთეკა, დაკომპლექტებული უახლესი, თანამედროვე ლიტერატურით, აუდიო და   ვიდეო  კასეტებითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით;
  •  კომპიუტერული კლასი,
  •  მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი და, რაც მთავარია,
  •  ენთუზიაზმით აღსავსე, საუკეთესო პროფესურა, დაკომპლექტებული წამყვანი მეცნიერებითა და როგორც ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებით, ასევე ცნობილი ფირმების, საწარმოებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების მოქმედი ან ყოფილი ხელმძღვანელებით.

      სასწავლო პროგრამები და კურსები შედგენილია დასავლური სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ყველა სტუდენტი, სპეციალობის მიხედვით, გადის სტაჟირებას შესაბამის კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში. თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების სწავლება, და პრაქტიკული უნარების განვითარება სუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

      ამგვარად, სუ-ის, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლაში საუკეთესო გარემოა შექმნილი, რათა ჩვენთან გატარებული წლები თქვენს ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაყოფიერ, შესაბამისი ცოდნის მომცემ და, საერთოდ, საუკეთესო პერიოდად იქცეს. წლებად, რომლებიც მნიშვნელოვანწილად  განსაზღვრავენ თქვენს მომავალ წარმატებულ კარიერას.
 
       თქვენი ნიჭიერება და შრომის უნარი, ჩვენს თავდაუზოგავ ძალისხმევასთან ერთად ყოველგვარი მიზნის მიღწევის საწინდარია.
 
გისურვებთ წარმატებებს !