English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












  აკადემიური 
2006 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი სტუდენტებისთვის – “ინვალიდობის გაცნობიერება, ინვალიდობის მქონე ადამიანებისთვის თანაბარი პირობების საჭიროებები”.
 სემინარის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე მდგარი პრობლემების, სირთულეებისა და საჭიროებების  გაცნობიერება, ხელშეწყობისა და დახმარების მნიშვნელობა.
 
სემინარის მსვლელობისას განიხილეს შემდეგი საკითხები: 
  •  საზოგადოებაში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  მქონე ადამინათა მიმართ დამკვიდრებული წარმოდგენები (სტერეოტიპები)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მიმართ არსებული მიდგომები
  • შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანებისათვის თანაბარი პირობების შექმნის საჭიროებების გაცნობიერება და აღნიშნულ საკითხებზე ერთობლივი მოქმედების, შესაძლებლობების განხილვა.
 
სემინარის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია – “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”.     


თრეინინგი სუ-ში

2006  წლის 16-17 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში ”თანატოლი-თანატოლს” პრინციპით ჩატარდა თრენინგ-სემინარი თემაზე აი/ინფექცია შიდსი, ნარკომანია, თამბაქო.
თრენინგი მოიცავდა, როგორც ინფორმაციულ ნაწილს, ასევე სიტუაციურ თამაშებს. უნივერსიტეტის სტუდენტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სემინარის მსვლელობის პროცესში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და საკმაოდ დადებითი შეფასებებიც მისცეს მსგავსი შეხვედრების აქტუალობას. თრენინგები ტარდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
სუ-ს სტუდენტები აქტიურად უჭერენ მხარს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მოწოდებას და მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით