არქეოლოგიური გათხრები აწყურში - პრეზენტაცია

28 თებერვალს საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრის ინიციტივით, სოფელ აწყურში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი. პრეზენტაციაზე, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა ისაუბრეს არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე და აღმოჩენილ  მასალებზე. ასევე  წარადგინეს სტუდენტების მიერ აღწერილი, მოძრავ, თუ უძრავ ძეგლებზე შექმნილი უნიკალური საძიებო-საინფორმაციო ბაზა.
იხილეთ ვრცლად
მეგო ბარათი

27 თებერვალს, საზოგადოებრივ საქმეთა ცენტრმა გამართა ბაზის ბანკის ახალი პროდუქტის მეგობარათის პრეზენტაცია. ბაზის ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა ია ლევიძემ წარუდგინა ცენტრის წევრებს ახალი მომსახურების პაკეტი, რომელსაც ეს ბარათი სთავაზობს მომხმარებელს. ბარათი წარმოადგენს ახალ პროდუქტს, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ბაზის ბანკის კლიენტებმა. პრეზენტაციაზე ცენტრის წევრები გაეცვნენ მეგობარათის მოხმარების წესებს მის დადებით და უარყოფით მხარეებს.


იხილეთ ვრცლად